ახალი ამბები

პრეზიდენტი: რამდენად გამართლებული იყო აქცია იქ, სადაც დაღუპული ჯარისკაცების ცერემონია იყო?

21 მაისი, 2013 • • 1274
პრეზიდენტი: რამდენად გამართლებული იყო აქცია იქ, სადაც დაღუპული ჯარისკაცების ცერემონია იყო?

“სხვა საკითხია თვითონ ის პატარა ჯგუფი, რომელიც იქ მართავდა რაღაც აქციას. ყველას აქვს უფლება აქციის გამართვის, მაგრამ რამდენად გამართლებული იყო აქციის გამართვა იქ, სადაც მიმდინარეობდა ცერემონიალი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ეს ცალკე თემაა და მე ამას არ ვეხები,”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის შეფასებით, ის ვინც იქ მივიდა ხალხის საცემად, იმისთვის სულ ერთი იყო ვინ იკრიბებოდა და რატომ:


“ეს ხალხი 2012 წლის ოქტომბერში დარბოდა ერთი ლოზუნგებით. შემდეგ მიადგა ამათ. მანამდე დარბოდა რეგიონებში სულ სხვა ლოზუნგებით.  ხვალ შეიძლება სახლში შემოიჭრან და ვიღაცის ვარცხნილობა არ მოეწონოთ. ვიღაცის თვალში გამოხედვა და ვიღაცის კიდევ სხვანაირი გამონათქვამი. საბოლოო ჯამში არის რაღაც ელემენტი საზოგადოების, რომელსაც ძალადობა აქვს თვითმიზანი. მიუხედავად იმისა ვინ არის ამ ძალადობის სამიზნე. ამიტომ ეს საკითხი არის ძალიან კონკრეტული.” 

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო 9 წელიწადი საქართველოში ამ მასშტაბის მოვლენა არ მომხდარა:


“26 მაისსა და 7 ნოემბერზე მე გაგეცით პასუხი. მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების მონოპოლია, თუნდაც აქციის აღკვეთისას. როცა სახელმწიფომ ლეგიტიმურად გამოიყენა ძალა 7 ნოემბერს ამის შემდეგ მე გადავდექი. ჩვენ ხალხს ვკითხე და ერთი წლით შევამცირე საპრეზიდენტო ვადა. ახლა ოქტომბერში არ უნდა იწურებოდეს, უნდა იწურებოდეს რამდენიმე თვის შემდეგ. სწორედ მე ავიღე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ლეგიტიმურ ქმედებაზე.  ჩვენ არ გვეყო 9 წელი იმისთვის რომ ჩამოყალებულიყო სახელმწიფოებრივი აზროვნება.” 

 

პრეზიდენტი ამბობს, რომ, როცა ჯგუფები ესხმიან ერთმანეთს თავს, ეს ფეოდალიზმის გამოვლინებაა:”ეს ფეოდალიზმია,როცა ერთი ჯგუფი მეორეს დაესხა თავს და როცა ცენტრალური კანონები არ მოქმედებს. ფეოდალიზმია, როცა შენი ქევყნის მტერს შეგიძლია შეეკრა პოლიტიკური გამოვლინებების გადასაწყვეტად. ის რაც მოხდა 17 მაისს, ეს ხალხი არის დასაჯელი და ეს ეჭვს არ იწვევს. ამასაც აქვს საერთაშორისო ასპექტები. საქრთველოს ბოლო წლებში წარმოვაჩინეთ როგორც პროგრესის განვითარების, წარმატების ძალიან ნათელი მაგალითი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი