ახალი ამბებიხელოვნება

კლასიკური მუსიკის საღამო წინანდლის ისტორიულ მამულში

14 სექტემბერი, 2017 • 5902
კლასიკური მუსიკის საღამო წინანდლის ისტორიულ მამულში

დღეს წინანდლის მამული მაესტრო ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილს და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს მასპინძლობს. კონცერტი 18.00 საათზე დაიწყება.

130 მუსიკოსით დაკომპლექტებული ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, ლეგენდარული ზუბინ მეტას დირიჟორობით საქართველოს პირველად ეწვია და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატ  ხატია ბუნიათიშვილთან ერთად, კონცერტს მართავს.

კლასიკური მუსიკის საღამო წინანდლის ახლადაშენებულ ამფითეატრში გაიმართება, რომელიც 1000 მსმენელზეა გათვლილი.

კონცერტის მხარდამჭერია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, თიბისი სტატუსი.

სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის,  რომელიცსილქ როუდ ჯგუფისდა საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. წინანდლის ფესტივალის დაარსება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია.  ფესტივალის ფარგლებში დაარსდება საერთაშორისო მუსიკალური აკადემიაც.

ფესტივალის დამფუძნებლები არიან კომპანიასილქ როუდ ჯგუფიდა  „ვერბიეს ფესტივალისდამფუძნებლები, მარტინ ენგსტრომი და ავი შოშანი (ისრაელის ფილარმონიის დირექტორი). წინანდლის ფესტივალი სწორედ ვერბიეს ფესტივალის პრინციპით მოეწყობა. მას ქართველი და უცხოელი ხელოვანებით დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური მრჩეველთა საბჭო ეყოლება. ფესტივალის გენერალური დირექტორია რეჟისორი  დავით საყვარლიძე.

წინადანდლის სახლმუზეუმი და მიმდებარე ტერიტორიასილქ როუდ ჯგუფისპატრონაჟის ქვეშ 2007 წლიდან იმყოფება და ამ დროის განმავლობაში ჭავჭავაძეების მამულს არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი სტუმრობდა. მათ შორის: გიდონ კრემერი, ელისო ვირსალაძე, ორკესტრიკრემერატა ბალტიკა“, ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ჯოშუა ბელი, კვინტეტიდიდრო“, ლუკა ლუკინი,  მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რობი ლაკატოში და სხვა.

2019 წლიდან წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება.

fdce10c3092541be712035dfc2f1d8a2

მასალების გადაბეჭდვის წესი