ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული მხარე აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო სწავლებას არაკონსტიტუციურად აფასებს

13 სექტემბერი, 2017 • 2845
ქართული მხარე აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო სწავლებას არაკონსტიტუციურად აფასებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო სწავლებას საქართველოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია არაკონსტიტუციურს უწოდებს.

მისი თქმით, პროცესში ჩართულია საოკუპაციო ჯარის 49-ე არმია, რომელსაც საბრძოლო-სასწავლო მზადყოფნა აქვს გამოცხადებული. სამხედრო მოქმედებები მეშვიდე სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს.

„ გამოცხადებულია სასწავლო განგაში. მონაწილეობას იღებს 2000 სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა. სწავლება ემსახურება პირადი შემადგენლობის საბრძოლო დონის შემოწმებას. ეს არის არაკონსტიტუციური. ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები და, რა თქმა უნდა, არის საფრთხის შემცველი“.

აფხაზეთში გამოცხადებული სწავლება უკანონოდ და საფრთხის შემცველად დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც შეაფასა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი