აფიშაახალი ამბებიხელოვნება

თბილისის ფოტოფესტივალი 2017 დღეს, 13 სექტემბერს გაიხსნება – ფესტივალის პროგრამა

13 სექტემბერი, 2017 • 7135
თბილისის ფოტოფესტივალი 2017 დღეს, 13 სექტემბერს გაიხსნება – ფესტივალის პროგრამა

თბილისის ფოტოფესტივალი 2017 დღეს, 13 სექტემბერს გაიხსნება და 20 სექტემბრამდე გასტანს. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში 350-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები.

2017 წლის ფოტოფესტივალი მოდის ფოტოგრაფიის თემაზე იქნება აგებული. უკანასკნელი წლების მანძილზე საერთაშორისო პრესამ თბილისი აღმოსავლეთ ევროპის მოდის ახალ მიმართულებად აღიარა. თანამედროვებაში მოდის ინდუსტრიის განვითარება ფოტოგრაფიის გარეშე წარმოუდგენელია. თბილისის ფოტოფესტივალის პროგრამის ორი ცენტრალური ღონისძიება 2017 წელს მე- 20 და 21-ე საუკუნეების მოდის ფოტოგრაფიის მეგავარსკვლავების ნამუშევრების ჩვენებას მოიცავს – ფოტოფესტივალის ფარგლებში კავკასიაში პირველად იქნება ნაჩვენები ფრანგი ფოტოგრაფის, გი ბურდენისა და ჰოლანდიელი არტისტის, ვივიან სასენის ნამუშვრები. 

თბილისის ფოტოფესტივალი(1)

ფესტივალის პროგრამა ასე გმაოიყურება:

[highlight color=”eg. green”]13 სექტემბერი

20:00 საათი:

გი ბურდენი, ავანგარდი
სქრინინგი ღია ცის ქვეშ
მუსიკა : ნიკა მაჩაიძე / NIKAKOI (Live)
ახალი ტფილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 38

14 სექტემბერი

19:00 საათი:

IN AND OUT OF FASHION
ვივიან სასენი
გამოფენის გახსნა
გ.ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი / გ. ჭანტურიას ქ. 8

15 სექტემბერი

18:30 საათი:

საუბარი ვივიან სასენთან მოდერატორი კორალი გოწიე
გამოფენების და პროგრამების დირექტორი კლუბებში SILENCIO და SALÒ, SINCE 1977- ის დამაარსებელი თოქი/სლაიდშოუ
სასტუმრო “რუმსის“ საკონფერენციო დარბაზი მ. კოსტავას ქ. 14

19:30 საათი:

TBILISI PHOTO BOOK – ის გახსნა
ფოტო წიგნის ბაზრობა
კლუბი “ლოლიტა“/ თ. ჭოველიძის ქ. 7

20:00 საათი:

იდენტობები
„სტუდიო სუჰაგი“ – კურატორი პრ. ქრისთოფერ პინეი. სურეშ პუნჯაბის ფოტოების კოლექცია (ინდოეთი)
„თეთრ ფონზე“, 1987 ვიტას ლუცკუსი (ლიტვა)
„თალიბანი“ – თომას დვორჟაკის კოლექცია (ავღანეთი)
„ფოტო პასპორტისთვის“ – თუში ქალების პორტრეტები. შალვა ალხანაიძე (საქართველო)
„წყვილები ირანულ ფოტო სტუდიებში“ – შადი გადირიანის კოლექციიდან.
„მოდის ფოტოგრაფია აღმოსავლეთ გერმანიაში შტაზის პერიოდში“ გიუნტერ რუბიჩი და
პოლაროიდ Pop-Up ფოტო სტუდიო.
„საბჭოთა პერიოდის საცურაო კოსტიუმები“, გურამ წიბახაშვილის კოლექციიდან
ქართული მოდის ჟურნალები, 1960-იანი წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებიდან
რევოლუციამდელი ირანული მოდის ჟურნალები
“ცხოვრების წრე“ 1910-1925, რობერტო დონეტა (შვეიცარია)
Bikini Collection საბჭოთა ჯარისკაცის კოლექციიდან გამოფენების გახსნა
კლუბი “ლოლიტა“/ თ.ჭოველიძის ქ. 7

16 სექტემბერი

18:00 საათი:

VLISCO, განუმეორებელი მოდის ისტორია (ნიდერლანდები)
დიზაინი VLISCO-ში
გაბრიელა სანჩეს ი სანჩეს დე ლა ბარკერას ღია ლექცია სლაიდშოუს თანხლებით
VLISCO X LASHA DEVDARIANI კოლექციის პრეზენტაცია
ფაბრიკა (საკონფერენციო დარბაზი), ე. ნინოშვილის ქ. 8

20:00-01:30 საათი:

ფოტოგრაფიის ღამე “ფაბრიკაში“
ფაბრიკა / ე. ნინოშვილის ქ. 8

17 სექტემბერი

17:00 საათი:

მოდის ფოტოგრაფიის ხელოვნება
პატრიკ რემის საჯარო ლექცია/ სლაიდშოუს თანხლებით
სასტუმრო „რუმსი“-ის საკონფერენციო დარბაზი / მ. კოსტავას ქ. 14

19:00 საათი:

ფოტოგრაფიის საზღვრები: ინდური სტუდიების მატერიალური ისტორია
ქრისტოფერი პინეს ღია ლექცია სლაიდშოუს თანხლებით
კლუბი „ლოლიტა“ / თ.ჭოველიძის ქ. 7

20:30 საათი:

MAGNUM PHOTOS
70 at 70
მაგნუმის ფოტოგრაფების ნამუშევრების სქრინინგი ცოცხალი მუსიკის თანხლებით
შეხვედრა მაგნუმის ფოტოგრაფებთან
სატუმრო “რუმსი“-ის ბაღი მ. კოსტავას ქ.14

18 სექტემბერი

18:00 საათი:

რობერტ კაპას მოგზაურობა სსრკ-ში (1947) სინტია იანგის საჯარო ლექცია / სლაიდშოუს თანხლებით (ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრი) და შეხვედრა თომას დვორჟაკთან / Magnum Photos
თიბისი გალერეა, მე-2 სართული კ. მარჯანიშვილის ქ. 7

19:30 საათი:

ქართული დღიური: რობერტ კაპა საქართველოში, 1947
გამოფენის გახსნა
თიბისი არტ გალერეა, მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, II სართ.

რუსული დღიურის კვალდაკვალ
თომას დვორჟაკი და ჯულიუს შტრაუსი
გამოფენის გახსნა
თიბისი გალერეა, მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, IV სართ.

19 სექტემბერი

18:00 საათი:

დელის ფოტო ფესტივალი და ფოტოგრაფია ინდოეთში
დინეშ ხანას საჯარო ლექცია სლაიდშოუს თანხლებით
კლუბი “ლოლიტა“/ თ.ჭოველიძის ქ. 7

20:00 საათი:

ფესტივალის დახურვა: შევხვდებით სიზმრებში: სტენლი გრინის პირადი დღიურები
კურატორი ანა შპაკოვა
გალერეა “ვერნისაჟი“ / კ. აფხაზის ქ. 49

21:00 საათი:

სტენილი გრინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტო ჩვენებები
სქრინინგი ღია ცის ქვეშ
გალერეა “ვერნისაჟის“ ეზო, კ. აფხაზის ქ. 49

მასალების გადაბეჭდვის წესი