ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილის პროცესი გადაიდო – დაცვის მხარე მტკიცებულებების წარდგენას აპირებს

13 სექტემბერი, 2017 • 1538
ლადო სადღობელაშვილის პროცესი გადაიდო – დაცვის მხარე მტკიცებულებების წარდგენას აპირებს

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილის პროცესი, რომელიც კახა კალაძის შტაბთან გუშინ დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 სექტემბერს (პარასკევს) გაიმართება. დღეს მტკიცებულებების წარმოდგენაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ლადო სადღობელაშვილი კალაძის შტაბთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ბრალდებულის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლნაჟღენთები აქვს ნეკნებში უკანა მხრიდან. თავად სადღობელაშვილი კი ამბობს, რომ პოლიციელები მას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლადო სადღობელაშვილი და მისი თანამოაზრეები 12 სექტემბერს ჯერ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისთან მივიდნენ და სოროსის ფონდის დახურვა მოითხოვეს, შემდეგ კი, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გადავიდნენ მსვლელობით. სადღობელაშვილი სწორედ კალაძის შტაბთან დააკავეს. მანამდე მან ანთებული მაშხალა ისროლა ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ფონდის მიმართულებით, რომელსაც პოლიციელების კორდონი იცავდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხზე მორატორიუმი აღარ შეეხება ბანკებს.

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის კახა კალაძის ოფისის წინ სიტყვით გამოდის. 12.09.2017. სქრინი: ნეტგაზეთი

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის კახა კალაძის ოფისის წინ სიტყვით გამოდის. 12.09.2017. სქრინი: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი