800px-С-400_«Триумф»

თურქეთი რუსეთისგან საჰაერო სარაკეტო სისტემას ყიდულობს

თურქეთი რუსეთისგან საჰაერო სარაკეტო სისტემას ყიდულობს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეთანხმებას  ხელი უკვე მოეწერა.

New York Times წერს, რომ ორ ქვეყანას შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, შედგა.

“შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა . ღმერთს სურდა, რომ S-400 ჩვენი ქვეყნის ტერიტორიზე ენახა”,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

Businessinsider-ის ცნობით, აღნიშნული ფაქტი თურქეთის NATO -ში ინტეგრაციას აფერხებს და რუსეთთან დადებული ხელშეკრულება ეჭვქბეშ აყენებს თურქეთის ურთიერთობას NATO-სთან და ევროკავშირთან.

თურქეთთან შესაძლო შეთანხმების შესახებ რუსეთში უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ.

New York Times -ის ინფორმაციით, თურქეთი საჰაერო რაკეტების შეძენას თავდაპირველად ჩინეთისგან გეგმავდა, თუმცა  აშშ-ის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა და ამის გამო გადაწყვეტილება შეცვალა.

“არავის აქვს უფლება, განიხილოს თურქეთის რესპუბლკის თავდაცვის საკითხები, ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით”, -უთხრა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქულ გამოცემა ჰურიეთს”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.