დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები აქციას მართავენ

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი პრემიერთან შეხვედრას და სკოლისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვენ, რათა იმავე ბაზაზე ახალი სკოლის დაფუძნება შეძლონ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, განათლების სამინისტროს დაპირების მიუხედავად, მოსწავლეები, რომლებიც დემირელის კოლეჯში გრანტით სწავლობდნენ, იმავე პირობებით სხვა სკოლაში გადასვლას ვერ ახერხებენ:

“სრულიად უკანონოდ შეუწყდა ავტორიზაცია დემირელის სახელობის კოლეჯს. ჩვენს შვილებს ოლიმპიადაში გამარჯვების შედეგად ჰქონდათ გრანტი მოპოვებული. 80, 90 და 100-პროცენტიანი გრანტი. თუმცა ფინანსთა სამინისტრომ სკოლა დააყადაღა, რადგან ჩათვალა, რომ მოპოვებული გრანტიდან სკოლას 22 პროცენტი უნდა ეხადა. სრულიად უკანონოდ შარშან, 16 სექტემბერს, სკოლა დააყადაღეს. ერთი წელი ვსწავლობდით დაყადაღებულ სკოლაში,  შემდეგ დავწერეთ ავტორზაციაზე განაცხადი და მოხდა ისე, რომ სკოლას სრულიად უკანონოდ მოეხსნა ავტორიზაცია” – ამბობს დალი ყარაულაშვილი.

ყარაულაშვილის თქმით, განათლების სამინისტრომ პირობა მისცა, რომ მისი შვილი და სხვა მოსწავლეები, რომლებიც გრანტით სარგებლობდნენ, სხვა სკოლაშიც იმავე პირობებით გადავიდოდნენ, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა:

“ჩვენ შევხვდით განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ ბავშვები, რომლებიც ამ სკოლაში გრანტით სარგებლობდნენ, იმავე პირობებით გადავიდოდნენ სხვა სკოლაში, მაგრამ ეს აღმოჩნდა სიცრუე. არც ერთი სკოლა არ ღებულობს ჩვენ შვილებს 80, 90 და 100-პროცენტიანი დაფინანსებით” – ამბობს დალი ყარაულაშვილი.

აქციის მონაწილეების თქმით, სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა, რის შედეგადაც მათი შვილები ზარალდებიან:

“ჩვენი სკოლა პოლიტიკური მოტივითაა დახურული. თურქეთის სახელმწიფოს მოთხოვნას ეწირება ჩვენი შვილების ფუნტამენტური უფლებები. სკოლაში 170 ბავშვია დარჩენილი, რომელიც გრანტით სწავლობდა და არც ერთი სკოლა არ სთავაზობს იმავე პირობებს. სახელმწიფოს მათი ბედი არ ადარდებს” – ამბობს თენგო შენგელაია.

დემირელის სკოლის მოსწავლის მშობლის თქმით, ისინი სკოლის შენობისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვენ, რათა მის ბაზაზე ახალი, სკოლის დაარსება შეძლონ:

“ჩვენ ვითხოვთ, რომ სკოლის შენობას მოეხსნას ყადაღა. აქვს სკოლას მეორე შპს, რომლის ბაზაზეც შეიძლება ახალი სკოლის შექმნა და დაჩქარებული წესით რომ მოგვცენ ავტორიზაცია. ფინანსთა სამინისტროს ეხება ყადაღის მოხდა. სკოლა მზადაა გადაიხადოს ის თანხა, რასაც ედავებიან” – ამბობს თენგო შენგელაია.

ეს მშობლების უკვე მეორე აქციაა. პირველი აქცია მშობლებმა განათლების სამინისტროსთან გამართეს.

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები კანცელარიასთან აქციას მართავენ. კოლეჯს ავტორიაზეა გაუუქმა ავტორიზაციის საბჭომ. 13/09/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები კანცელარიასთან აქციას მართავენ. კოლეჯს ავტორიაზეა გაუუქმა ავტორიზაციის საბჭომ. 13/09/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები კანცელარიასთან აქციას მართავენ. კოლეჯს ავტორიაზეა გაუუქმა ავტორიზაციის საბჭომ. 13/09/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები კანცელარიასთან აქციას მართავენ. კოლეჯს ავტორიაზეა გაუუქმა ავტორიზაციის საბჭომ. 13/09/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე


მოვლენების ქრონოლოგია:

  • 2017 წლის 29 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სკოლას ავტორიზაციაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილა, შესაბამისად, სკოლა დაიხურა.
  • დემირელის სკოლის წარმომადგენლები გასულ სასწავლო წელს აცხადებდნენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ, რადგან მათი სახელი ტერორიზმს დაუკავშირეს.
  • 2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს.
  • ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.
  • 2017 წლის მაისში კი თურქეთის მოთხოვნით დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ჩაბუქი დააკავეს და დღემდე საქართველოში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. მას თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი