ახალი ამბები

ნარმანია: კვლავ საჯარო სექტორში დავრჩები

13 სექტემბერი, 2017 • 1922
ნარმანია:  კვლავ საჯარო სექტორში დავრჩები

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, თანამდებობაზე ვადის ამოწურვის შემდგომ კვლავ საჯარო სექტორში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

ეს განცხადება დედაქალაქის მერმა 13 სექტემბერს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეათე საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა. ფორუმი სასტუმრო ბილთმორში 13-14 სექტემბერს იმართება.

ნარმანიას მეტი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ თბილისის მერს გენერალური აუდიტორის პოსტზე წარადგენდნენ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის ვაკანტურ პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი