“ქართველთა მარში” რუსთაველის მეტროდან სოროსის ფონდის ოფისისკენ [ფოტო]

” ქართველთა მარშის” მონაწილეები თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისისკენ მიემართებიან, სადაც გეგმავენ მოითხოვონ სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალავა.

მონაწილეებს თან აქვთ ტრასპარანტები,  წარწერით “კობახიძე, ჩუგოშვილი, თალაკვაძე – სოროსის მონები”. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეები ქართული ოცნების დეპუტატებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო უპირისპირდებიან.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც  ცვლილება შედის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში, თუმცა გაუგებარია, რა კავშირშია ამ საკითხთან ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი. 

2017 წლის 16 ივნისს საქართველოს პარლამენტმა  უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ  ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ.

თუმცა, ახლა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მორატორიუმი აღარ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე. კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ შესაბამის უფლებამოსილ პირზე.

აქციას შეუერთდა დეპუტატი ადა მარშანიაც, თუმცა ის ფონდის საქმიანობის აკრძალვას არ ითხოვს.

განახლებული "ქართველთა მარშის" მონაწილეები რუსთაველის მეტროდან სოროსის ოფისისკენ მიემართებიან. ისინი მმართველი გუნდის ლიდერებს: ირაკლი კობახიძეს, თამარ ჩუგოშვილსა და არჩილ თალაკვაძეს "სოროსის მონებს" უწოდებენ. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

განახლებული “ქართველთა მარშის” მონაწილეები რუსთაველის მეტროდან სოროსის ოფისისკენ მიემართებიან. ისინი მმართველი გუნდის ლიდერებს: ირაკლი კობახიძეს, თამარ ჩუგოშვილსა და არჩილ თალაკვაძეს “სოროსის მონებს” უწოდებენ. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

"ქართველთა მარში" აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ქართველთა მარში” აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

"ქართველთა მარში" აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მო. ალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ქართველთა მარში” აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მო. ალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

"ქართველთა მარში" აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ქართველთა მარში” აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

სოროსის დაფუძნებულმა ფონდმა, რომლის შენობის წინაც დღეს აქცია იმართება,  2014 წლამდე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის.

ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისა  ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციაც – მათ შორის, ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა, დავით გარეჯის მხატვრობა და ასე შემდეგ.

"ქართველთა მარში" კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ქართველთა მარში” კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ამჟამად ფონდს რამდენიმე პროგრამა აქვს – ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მედია, ევროინტეგრაცია და ა.შ

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994  წელს ნიუ-იორკის “ღია საზოგადოების ინსტიტუტმა” დააფუძნა. ღია საზოგადოების ფონდების ქსელი  ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com