ადა მარშანია: სოროსის ფონდი არაფრის მაქნის პროექტებს აფინანსებს

საქართველოში ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” შენობასთან “ქართველთა მარში” იმართება, რომელთა ორგანიზატორები საქართველოში ფონდის აკრძალვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს პარლამენტის წევრი “პატრიოტთა ალიანსიდან” ადა მარშანიაც შეუერთდა. ის ამბობს, რომ ფონდის აკრძალვას არ ითხოვს, თუმცა, მისი აზრით, სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი საქართველოში “უცნაურ პროექტებს” აფინანსებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობს “უცნაურ პროექტებში”, ის პირდაპირ პასუხს არ სცემს და ამბობს, რომ ფონდი აფინანასებს “არაფრის მაქნის პროექტებს”, თუმცა აკონკრეტებს, რა პროექტები აქვს მხედველობაში.

 სოროსის დაფუძნებულმა ფონდმა, რომლის შენობის წინაც დღეს აქცია იმართება,  2014 წლამდე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის.

ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა  ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციაც – მათ შორის, ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა, დავით გარეჯის მხატვრობა და ასე შემდეგ.

ამჟამად ფონდს რამდენიმე პროგრამა აქვს – ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მედია, ევროინტეგრაცია და ა.შ

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994  წელს ნიუ-იორკის “ღია საზოგადოების ინსტიტუტმა” დააფუძნა. ღია საზოგადოების ფონდების ქსელი  ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

marshelebi 2

 

 


 

ამავე თემაზე ▶ასიამოვნეთ, ესროლეთ კვერცხები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი