პოლიცია, პატრული. ფოტო: ნეტგაზეთი/მანანა ქველიაშვილი

შსს: თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის ფილიალში თავი მოიკლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა საქართველოს ბანკის წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში. საგანგაშო ღილაკის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე მივიდა პოლიცია და თავდამსხმელს დანებება შესთავაზეს. შსს-ის განცხადებით, ამის შემდგომ, სავარაუდო თავდამსმელმა თავი მოიკლა:

“ბანკში თავდასხმისას მოხდა განგაშის ღილაკის ამოქმედება, რის შემდეგაც ზუსტად წუთნახევარში პოლიცია ადგილზე მივიდა და თავდამსხმელს შესთავაზა ჩაბარებულიყო. ამის შემდეგ ამ ადამიანმა საკუთარი თავის მიმართ განახორციელა გასროლა და გარდაიცვალა” – უთხრეს “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მომხდარს კავშირი “თი-ბი-სი” ბანკში განხორციელებულ თავდასხმასთან, რომელიც ასევე დღეს მოხდა. შსს-ში აცხადებენ, რომ დამატებით ცნობებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი