ახალი ამბებისამართალი

კვირიკაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის სააკაშვილი ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსულია

12 სექტემბერი, 2017 • 2506
კვირიკაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის სააკაშვილი ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსულია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის  გადაკვეთა სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

“პოლიტიკური შეფასებები აქ უადგილოა. საქმე გვაქვს სამართლებრივ კაზუსთან. ჩვენი ქვეყნისთვის სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო წარსული. სამწუხაროა ისიც, რაც ახლა ხდება. სამართლებრივი შეფასება კი სჯობს, შესაბამის ინსტიტუტებს მოჰკითხოთ”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ორგანიზაციების, „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ გამართული საერთაშორისო კონფერენციიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. კონფერენცია  საქართველოს კონტექსტში ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალს ეხება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  პოლონეთ-უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს  გადაკვეთა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების კორდონი გაარღვიეს და ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი