ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილს ლვოვში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროტოკოლი გადასცეს

12 სექტემბერი, 2017 • 2148
მიხეილ სააკაშვილს ლვოვში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროტოკოლი გადასცეს

მიხეილ სააკაშვილს ლვოვში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროტოკოლი გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ “112 უკრაინა” ავრცელებს.  უკრაინის სასაზღვრო სამსახურისა და უკრაინის ნაციონალური პილიციის წარომადგენლები დღეს დილიდან იმყოფებოდნენ იმ სასტუმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

მოგვიანებით, საქართველოს ყოფლმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, რის შემდეგაც დოკუმენტაცია ადვოკატებთან ერთად ჩაიბარა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალსიტებს უთხრა, ის პატივს სცემს უკრაინელ სამხედროებს და ყველა ადამიანს, ვინც მას იცავს, შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ხელისუფლება მისთვის მიუღებელია, სააკაშვილი მზადაა გაიაროს ყველა საჭირო პროცედურა:

“მე ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, ყველა ჩვენს სამხედროს, სხვა წარმომადგენლებს. ასევე, ჩენი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და სხვებს, მაგრამ მე არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას. მე მათ არ ვცემ პატივს. მაგრამ ჩემი ეს დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ აბსოლუტურად არ იცვლება, რომლებიც რეალურად იცავენ უკრაინას და მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა. არ გამაჩნია არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს რომელიც მასთან ერთად ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი მოქმედებები, მოვუწოდებ ყველას, რომ ისინი ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს,” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა (თარგმანი უკრაინულიდან ტელეკომპანია “რუსთავი 2”).

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • მიხეილ სააკაშვილმა  10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.
  • მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.
  • უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი