ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: კეზერაშვილი გარიგდა ივანიშვილთან და მასთან ერთად აკეთებს ფულს

11 სექტემბერი, 2017 • 3106
გიორგი ვაშაძე: კეზერაშვილი გარიგდა ივანიშვილთან და მასთან ერთად აკეთებს ფულს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სრულად იზიარებს. მისი თქმით, დავით კეზერაშვილის მსგავსი ადამიანები ყოველთვის იყვნენ პრობლემა წინა ხელისუფლებისთვის. ვაშაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი კონკრეტულ პლიტიკურ გარიგებებშიც დაადანაშაულა.

„მე კეზერაშვილთან დაკავშირებით არასდროს გამოვირჩეოდი პოზიტიური შეფასებებით. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები ყოველთვის წარმოადგენდნენ პრობლემას „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ შემთხვევაში, მე შემიძლია უბრალოდ დავეთანხმო ნიკა მელიას. ეს არის ადამიანი, რომელიც ამჟამად გარიგდა ბიძინა ივანიშვილთან და მასთან ერთად აკეთებს ფულს. ასეთი ადამიანების დრო საქართველოში უნდა დამთავრდეს“.

ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს განცხადების იმ ნაწილშიც ეთანხმება, რომელშიც კეზერაშვილის მიერ „ევროპული საქართველოს“ დაფინანსებაზეა საუბარი.

„მეც მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და კითხვა: საიდან ამდენი ფული „ევროპულ საქართველოს“? როგორც ჩანს, მას ჰყავს გულშემატკივრები და კონკრეტული პარტიები ხელისუფლებასთან დალაგების სანაცვლოდ ჩაიაბრეს კონკრეტულმა ბიზნესმენებმა და ბიზნესორგანიზაციებმა“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა მელიამ კეზერაშვილთან დაკავშირებით განცხადება დღეს, “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” გააკეთა. მისი თქმით,  მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა დავით კეზერაშვილმა ძარცვით და ყაჩაღობით იშოვა ფული და ახლა ბოკერია-უგულავას პარტია “ევროპულ საქართველოს” აფინანებს. მან ასევე კორუმპირებული უწოდა თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას.

მასალების გადაბეჭდვის წესი