ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი თავის გეგმებზე საუბრობს

11 სექტემბერი, 2017 • 2140
მიხეილ სააკაშვილი თავის გეგმებზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლო მომავალში უკრაინის ყველა რეგიონს მოივლის. ამის შესახებ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს ლვოვში დარჩება.

სააკაშვილის თქმით, მისი მიზანი უკრაინაში ეკონომიკის განადგურების პროცესის და ოლიგარქიული მართვის სისტემის დასრულებაა.

“ვაპირებ მაქსიმალურად გაერთაინებას ინდივიდულურ პირებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან  საერთო თემების ირგვლივ, რომ საჭიროა დემოკრატია და არა ოლიგარქების დიქტატი. ამ თემებზე გაერთიანება შესაძლებელია”, – თქვა სააკაშვილმა.

“ჩვენ შეიძლება გავერთიანდეთ პარტიებთან ან არა, მაგრამ ეს არაა მთავარი”, – ამბობს სააკაშვილის და დასძენს, რომ მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის საკითხის ირგვლივ ისეთი პოლიტიკოსები დადგნენ ერთმანეთის გვერდით, რომლებიც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვადვებიან. მისი თქმით, ესაა სიგნალი, რომ უკრაინელებს შეუძლიათ გაერთიანება საერთო საქმისთვის.

სააკაშვილის მაბობს, რომ არც ერთ თანამდებობაზე არ აქვს ამბიცია უკრაინაში, თუმცა შემთხვევითი არ არის, რომ ოლიგარქიული ძალები დაუპირისპირდნენ. “ჩვენ არ ვიყიდებით და გვაქვს ზუსტი გეგმა რეფორმებისთვის”, – თქვა სააკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი