ახალი ამბებიტექნოლოგიები

საქართველოში ორდღიანი ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი გაიხსნა [ვიდეო]

11 სექტემბერი, 2017 • 5668
საქართველოში ორდღიანი ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი გაიხსნა [ვიდეო]

თბილისში, სასტუმრო “რედისონში”, საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი მიმდინარეობს. ორდღიან ღონისძიებაზე სხვადასხვა დარგის ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტები არაერთ საკითხს განიხილავენ, რომელიც ქართულ ინტერნეტთან დაკავშირებულ პრობლემებსა და წარმატებებს შეეხება.

მოხსენებებისა და ტრენინგების მოსმენა ქართულად არის შესაძლებელი. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ახლაც შეუძლია რედისონში მისვლა და ფორუმზე დასწრება. მათ მხოლოდ დარბაზში შესვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

10:10 – 11:25 – რედისონის მეორე დარბაზში მაიკლ როტერტი ინტერნეტ-მმართვოლობისა და მრავალმხრივი ჩართულობის მოდელზე საუბრობს. ის ინტერნეტ-ინდუსტრიის ასოციაციის (ECO) დირექტორი და კარლსრუეს უნივერსიტეტის პრიფესორია.

პარალელურად, სასტუმროს მესამე დარბაზში ადგილობრივი ინტერნეტ-საზოგადოებისთვის ჯეფ ბედსერი კიბერ უსაფრთხოების შესახებ ჩაატარებს ტრენინგს, რომელი ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) უსაფრთხოების დ მდგრადობის საკითხების მრჩეველთა კომიტეტის წევრა.

11:40 – 13:00 – მეორე დარბაზში საავტორო უფლებების ონლაინ დაცვაზე ირაკლი კასრაძე, თეონა კევლიშვილი და ულიანა ფეშჩუკი ისაუბრებენ. ირაკლი საქპატენტში სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსია; თეონა საქპატენტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში მუშაობს; ულიანა უკრაინის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს წევრია.

პარალელურად, მესამე დარბაზში, ნატა გოდერძიშვილი, დავით ქვათაძე და დავით ბულავაშვილი მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ტრენინგს ჩაატარებენ, სადაც გამოწვევებსა და ეროვნულ CERT თანამშრიმლობის საკითხზე გამახვილდება ყურადღება ადგილობრივ ბიზნესსექტორთან. ნატა გოდერძიშვილი იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურიდიული განყოფილების უფროსია; დავით ქვათაძე LEPL მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (cert.gov.ge) მენეჯერი; დავით ბულავერიშვილი ინფოსეკის მენეჯერია. ტრენინგის ბოლოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება.

მოხსენებების შემდეგ სპიკერები შეკითხვებს უპასუხებენ. მათი სურვილია, რომ რაც შეიძლება ჩართული იყოს აუდიტორია საკითხბის განხილვისას. ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი