უკრაინამ “საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე” საქმე აღძრა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩდა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მიხედვით, რაც უკრაინის საზღვრის უკანონო გადალახვას გულისხმობს და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გუშინ გადაკვეთა. მიხეილ სააკაშვილს ის მხარდამჭერები დაეხმარნენ, რომლებიც საზღვარზე უკრაინის მხრიდან იმყოფებოდნენ. სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების კორდონი გაარღვიეს და იგი უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვართან იმყოფებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო საზღვარი ჩაკეტილი იყო.

“რუსთავი 2”-ის კადრებში ჩანს, რომ მესაზღვრე საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად ტერიტორიის დანაღმვას ასახელებდა, რაზეც სააკაშვილმა განაცხადა – “რა კომენტარი უნდა გააკეთო ამ იდიოტიზმზე?.

მიხეილ სააკაშვილმა დღის განმავლობაში არაერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა ჩასულიყო უკრაინაში. თავდაპირველად იგი კრაკოვეცის ასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უნდა შესულიყო უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა გადაწყვეტილება, როგორც თავად განაცხადა, შესაძლო პროვოკაციის გამო შეცვალა და უკრაინაში გამგზავრება მატარებლით გადაწყვიტა. პოლონეთიდან მიმავალი მატარებელი უკრაინამდე არ ჩასულა, რადგან უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებდნენ მატარებელს, თუ სააკაშვილი მას არ დატოვებდა. მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მიმართულებით, როგორც “რუსთავი 2″აცხადებს, შეგინის სასაზღვრო პუნქტიდან წამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებიან.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების კარვები კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან © EPA/VOLODYMYR PETROV

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების კარვები კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან © EPA/VOLODYMYR PETROV

სააკაშვილი იულია ტიმოშენკო და სხვა პოლიტიკოსები უკრაინაში შესვლამდე © EPA-EFE/Rafal Guz POLAND OUT

სააკაშვილი იულია ტიმოშენკო და სხვა პოლიტიკოსები უკრაინაში შესვლამდე © EPA-EFE/Rafal Guz POLAND OUT

მიხეილ სააკაშვილის რკინიგზის სადგურში © EPA-EFE/Darek Delmanowicz POLAND OUT

მიხეილ სააკაშვილის რკინიგზის სადგურში © EPA-EFE/Darek Delmanowicz POLAND OUT

მიხეილ სააკაშვილი მატარებელში, რომელიც უკრაინაში არ შეუშვეს © EPA-EFE/Rafal Guz POLAND OUT

მიხეილ სააკაშვილი მატარებელში, რომელიც უკრაინაში არ შეუშვეს © EPA-EFE/Rafal Guz POLAND OUT

epa06196748 Supporters escort former Georgian president and ex-Odesa Governor Mikhail Saakashvili (C) as he crossed Polish ? Ukrainian border through Shegini checkpoint, not far from western Ukrainian city of Lviv, Ukraine, 10 September 2017. Saakashvili got off the train in Przemysl (Poland) after an announcement was made for passengers on the train saying the Ukraine National Police informed the rail service that 'a person without a permit to enter the territory of Ukraine' was on board and that 'in accordance with Ukraine's legislation, the train will move on as soon as that person leaves the train.' Stateless Saakashvili tried to enter Ukraine on the train via the Polish-Ukrainian border crossing Korczowa- Krakovets. He was stripped of his Ukrainian citizenship on 26 July 2017, after the Ukrainian Migration Service announced he didn't inform the agency he was facing criminal charges in Georgia when he applied for Ukrainian citizenship, according to media reports. EPA-EFE/MYKOLA TYS

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად © EPA-EFE/MYKOLA TYS

epa06196766 Former Georgian president and ex-Odesa Governor Mikhail Saakashvili (C) speaks with journalists after he crossed Polish ? Ukrainian border through Shegini checkpoint, not far from western Ukrainian city of Lviv, Ukraine, 10 September 2017. Saakashvili got off the train in Przemysl (Poland) after an announcement was made for passengers on the train saying the Ukraine National Police informed the rail service that 'a person without a permit to enter the territory of Ukraine' was on board and that 'in accordance with Ukraine's legislation, the train will move on as soon as that person leaves the train.' Stateless Saakashvili tried to enter Ukraine on the train via the Polish-Ukrainian border crossing Korczowa- Krakovets. He was stripped of his Ukrainian citizenship on 26 July 2017, after the Ukrainian Migration Service announced he didn't inform the agency he was facing criminal charges in Georgia when he applied for Ukrainian citizenship, according to media reports. EPA-EFE/VOLODYMYR PETROV

მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო © EPA-EFE/VOLODYMYR PETROV

epa06196801 Supporters escort former Georgian president and ex-Odesa Governor Mikhail Saakashvili (C-L) as he crossed Polish ? Ukrainian border through Shegini checkpoint, not far from western Ukrainian city of Lviv, Ukraine, 10 September 2017. Saakashvili got off the train in Przemysl (Poland) after an announcement was made for passengers on the train saying the Ukraine National Police informed the rail service that 'a person without a permit to enter the territory of Ukraine' was on board and that 'in accordance with Ukraine's legislation, the train will move on as soon as that person leaves the train.' Stateless Saakashvili tried to enter Ukraine on the train via the Polish-Ukrainian border crossing Korczowa- Krakovets. He was stripped of his Ukrainian citizenship on 26 July 2017, after the Ukrainian Migration Service announced he didn't inform the agency he was facing criminal charges in Georgia when he applied for Ukrainian citizenship, according to media reports. EPA-EFE/VOLODYMYR PETROV

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან © EPA-EFE/VOLODYMYR PETROV

epa06197029 Supporters of former Georgian president and ex-Odesa Governor Mikhail Saakashvili fight with frontiers as Saakashvili crosses Polish ? Ukrainian border through Shegini checkpoint not far from western Ukrainian city of Lviv, Ukraine, 10 September 2017. Saakashvili got off the train Przemysl (Poland) after an announcement was made for passengers on the train saying the Ukraine National Police informed the rail service that 'a person without a permit to enter the territory of Ukraine' was on board and that 'in accordance with Ukraine's legislation, the train will move on as soon as that person leaves the train.' Stateless Saakashvili tried to enter Ukraine on the train via the Polish-Ukrainian border crossing Korczowa- Krakovets. He was stripped of his Ukrainian citizenship on 26 July 2017, after the Ukrainian Migration Service announced he didn't inform the agency he was facing criminal charges in Georgia when he applied for Ukrainian citizenship, according to media reports. EPA-EFE/MARKIIAN LYSEIKO

კორდონის გარღვევა © EPA-EFE/MARKIIAN LYSEIKO

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში © EPA-EFE/Darek Delmanowicz

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში © EPA-EFE/Darek Delmanowicz

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com