ახალი ამბები

ისთ ფოინთში ერთგულის სასკოლო ფესტივალი მიმდინარეობს

11 სექტემბერი, 2017 • 1378
ისთ ფოინთში ერთგულის სასკოლო ფესტივალი მიმდინარეობს

უკვე მეორე დღეა ისთ ფოინთში მისულ მომხმარებლებს ერთგული სასკოლო ფესტივალს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ბარათის მფლობელებს უამრავი სიახლე ელოდებათ. კერძოდ: გაორმაგებული ქულები ერთგულის ყველა პარტნიორთან ისთ ფოინთში, სპეციალური შეთავაზებები, გასართობი პროგრამა პატარებისთვის: სახის მოხატვა, თამაშები, ბამბის ფერადი ნაყინები, მასკოტები და ფერადი ბუშტები. 

ერთგულის პარტნიორები ისთ ფოინთში მომხმარებლებს სპციალურ შეთავაზებებს უკეთებენ. მაგალითად, ჯონ ვრეპი სასკოლო წიგნებს ერთ ლარად შეგიფუთავთ, კენარი გთავაზობთ ფასდაკლებას ბავშვის ოპტიკურ ჩარჩოებზე და ლინზებზე, დელფოსი გთავაზობთ Gioielli-ის ვერცხლის საბავშვო კოლექციაზე 30%-იან ფასდაკლებას. ასევე, ფასდაკლებები გელოდებათ VR House-ისგან და თაიმისგან Timex-ის საბავშვო ტანსაცმლის კოლექციაზე. 

გარდა ამისა, სასკოლო ფესტივალის ფარგლებში ერთგული ბარათით გადახდისას დაგიგროვდებათ გაორმაგებული ქულები, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ სავაჭრო ობიექტებში, ისე სხვა პარტნიორებშიც: ლი/ვრანგლერი, ფექტორი, ლევისი, ნიუ ბალანსი, ლუტეცია, ბაკარა, რონიკო, ართ თაიმი, ვენდისი, დანკინი, ნაიკი, ადიდასი, მავი და ჯორდანო. გაორმაგებული ქულები თქვენს ანგარიშზე დაირიცხება არა უგვიანეს 31 სექტემბრისა. 

ერთგულის 1 ქულა 1 ლარს უდრის. თუ თქვენ არ ხართ ერთგული ბარათის მფლობელი, აქციის ფარგლებში ბარათის აღება 15 წუთში შეგძლიათ უფასოდ, ერთგულის სტენდთან ისთ ფოინთში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი