ახალი ამბები

სააკაშვილის ცნობით, მატარებელს უკრაინაში არ შეუშვებენ, თუ მას არ დატოვებს

10 სექტემბერი, 2017 • 2261
სააკაშვილის ცნობით, მატარებელს უკრაინაში არ შეუშვებენ, თუ მას არ დატოვებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ცნობით, მატარებელს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას აპირებს, უკრაინაში არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მოთხოვნაა სააკაშვილმა დატოვოს მატარებელი და შემდეგ მისცემენ მატარებელს უკრაინაში შესვლის უფლებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას უკვე ჰყავს მძევლები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა პოლონეთის ტერიტორიაზე მატარებელში იმყოფება. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ იგი კრაკოვეცის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უნდა შესულიყო უკრაინის ტერიტორიაზე. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზღვარზე მისი მხარდამჭერების გარდა ე.წ. “ტიტუშკებიც” იმყოფებიან და პროვოკაციის საფრთხე არსებობდა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი