45123

საყვარელიძე: სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაცია იურიდიულად გამორციხულია

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც კრაკოვეცის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტთან იმყოფება, ამბობს, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული შეთანხმებით სააკაშვილის პოლონეთში გაბრუნება და დეპორტაცია იურიდულად გამორიცხულია.

“პოლონეთთან უკრაინას აქვს შეთანხმება, რომ  მოქალაქეობის არმქონე პირის გაბრუნება და დეპორტაცია პოლონეთში დაუშვბელია, ამიტომაც ეს არის გამორიცხული იურიდიულად. ადგილზე იურისტები და პოლიტიკოსები ამას გაარკვევენ და მიიღებენ ყველა ზომას, რომ ასეთი სისულელე არ მოხდეს”,- განაცხადა დავით საყვარელიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა პოლონეთში იმყოფება და რამდენიმე საათში აპირებს, რომ კრაკოვეცის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

სააკაშილი უკრაინაში ჩასვლას თბილისის დროით 15:00 საათზე აპირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com