ახალი ამბებიტექნოლოგიები

რაკეტები მარსზე გასამგზავრებლად – ილონ მასკის პროექტები უკეთესი მომავლისთვის

10 სექტემბერი, 2017 • 13123
რაკეტები მარსზე გასამგზავრებლად – ილონ მასკის პროექტები უკეთესი მომავლისთვის

ილონ მასკის სახელი თითქმის ყველამ იცის, გვინდა თუ არ გვინდა, წელიწადში რამდენჯერმე შუახნის მილიარდერი, მეცნიერი და გამომგონებელი თავს გვახსენებს. ილონ მასკი არ ზოგავს დროს, ფულს და ენერგიას, იგი მუდმივად ფიქრობს ინოვაციებზე და ახალ გზებზე, გახადოს ადამიანების ცხოვრება უფრო კომფორტული და შექმნას ისეთი მომავალი, რომელიც ნაკლებად სახიფათო იქნება.

ონლაინ გადახდების სისტემის, PayPal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ილონ მასკი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო პროცესებში. გთავაზობთ ოთხ მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს.

 

ტესლა მოტორსი, ელექტრო მანქანები

635946376813517119-500312339_tesla

ტესლა მოტორსი  ელექტრ მანქანების კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დააარსა ილონ მასკმა, კომპანია ამზადებს ელექტროავტომობილებს, ლითიუმ-იონ ბატარეებს და მზის ბატარეებს.

ტესლა მოტორსმა საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა მასობრივ პროდუქციაში გაუშვა პირველი ელექტრო-სპორტული ავტომობილი. კომპანიის მეორე ელექტრ ავტომობილი გახლდათ Model S, რომელიც 2012 წელს დაანონსდა. ელექტროავტომობილის გაყიდვებმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია 2015-2016 წლებში.

ფოტო: CleanTechnica

ფოტო: CleanTechnica

ამჟამად კომპანია მუშაობს უფრო მეტად გაუმჯობესებულ მესამე ელექტროავტომობილზე, რომელსაც Model 3 ერქმევა და რომელიც უფრო განახლებული და დახვეწილი იქნება, ვიდრე წინამორბედები. მანქანის სავარაუდო ფასი 35.000 ამერიკული დოლარი იქნება. ელექტრომანქანების მასობრივად წარმოების გამო, ტესლა მოტორსი ილონ მასკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებად და საქმიანობად ითვლება.

რაკეტა Falcon-ი და SpaceX

maxresdefault

SpaceX ილონ მასკის კიდევ ერთი კერძო კომპანიაა, რომელიც აწარმოებს რაკეტებს, Falcon1 და Falcon9 – კომპანიის რაკეტები იმით არის განსაკუთრებული, რომ რაკეტას შეუძლია განმეორებითი გამოყენებისთვის ვარგისი იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ სფეროში. მეორე გამოყენებისთვის ვარგისიანობა გულისხმობს რაკეტის უნარს,  პირველი საფეხური დააბრუნოს უკან დედამიწაზე,  რაც საგრძნობლად გააიაფებს კოსმოსური ხომალდების წარმოებას და გაშვებას.

გარდა ამისა, ილონ მასკს, ამ კომპანიიდან გამომდინარე, კიდევ ერთი ამბიციური გეგმა აქვს, რომელიც დაახლოებით 20-30 წელიწადში უნდა განხორციელდეს, The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში მასკმა ახსენა, რომ სურს გამოიგონოს ისეთი ხომალდი, რომელიც დაიტევს 80.000-მდე მგზავრს და ტვირთს მარსზე კოლონიზაციისთვის. 30 წელს გადაცილებული გამომგონებლის თქმით, იგი ერთ-ერთი მგზავრი იქნება და სხვა ყველასთან ერთად დასახლდება მარსზე.

ფოტო: Kaggle

ამჟამად SpaceX მხოლოდ კოსმოსურ ხომალდებს უშვებს კოსმოსში, 2018 წლისთვის კი პილოტირებული კოსმოსური ხომალდის გაშვებაცაა დაგეგმილი.

 Hyperloop – სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ფოტო: The Sun

ფოტო: The Sun

Hyperloop ილონ მასკის ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც სრულიად შეცვლის ადამიანების ცხოვრებას, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების მეთოდებს. სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრეზენტაცია 2013 წელს შედგა, ილონ მასკის კაფსულის მსგავსი ტრანსპორტი მოთავსებული იქნება ჰაერში დამაგრებულ სპეციალურ მილში და ის გადაადგილებას პნევმატური ტექნოლოგიით, შეკუმშული ჰაერის და ვაკუუმის საშუალებით შეძლებს.

მომავლის ტრანსპორტი თვითმფრინავზე სწრაფიც კი იქნება. ამბობენ, რომ მისი სიჩქარე დაახლოებით 1.200 კილომეტრი იქნება საათში, რაც მნიშვნელოვნად აღემატება თვითმფრინავის სიჩქარეს. თუ აქამდე ლოს-ანჯელესიდან ნიუ იორკამდე მგზავრობას თვითმფრინავით 2.5 საათი სჭირდებოდა, ილონ მასკის ტრანსპორტით ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი.

ფოტო: TrustedReviews

ფოტო: TrustedReviews

მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი მილიარდების დახარჯვას აპირებს ახალი იდეის განხორციელებისთვის, იდეას მაინც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

მზის ენერგიის სისტემა, SolarCity

ფოტო: Autoevolution

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც ილონ მასკი და მისი ბიძაშვილები ფლობენ, არის SocalCity, რომელიც მზის ენერგიის სისტემების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროვაიდერია ამერიკაში, კომპანიის წლიური შემოსავალი 2013 წლის მონაცემებით 100 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს და სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს კალიფორნიას და ამერიკის 14 სხვა შტატს.

კომპანია ასევე აქტიურად თანამშრომლობს ილონ მასკის მეორე კომპანიასთან, Tesla Motors-თან და აშენებს მზის ბატარეების სადგურებს ამერიკის სხვადასხვა შტატში ელექტროავტომობილების მფლობელებისთვის.

ფოტო: CleanTechnica

ფოტო: CleanTechnica

კომპანია ასევე მუშაობს შექმნას ერთგვარი საწყობი, სადაც შეინახება მზის ენერგია, რომელსაც ადამიანები ღამითაც გამოიყენებენ. კომპანია აქტიურად აწარმოებს მზის ენერგიის შემნახველ სახურავებსაც.

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი