ახალი ამბები

უკრაინის შსს: კიევში ქართულნომრიანი მანქანის აფეთქების შედეგად თემურ მახაური დაიღუპა

8 სექტემბერი, 2017 • 3289
უკრაინის შსს: კიევში ქართულნომრიანი მანქანის აფეთქების შედეგად თემურ მახაური დაიღუპა

კიევში, ბესარაბსკის მოედანზე ავტომობილის აფეთქების შედეგად, რომელსაც ქართული ნომრები ჰქონდა, თემურ მახაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელევიზია ავრცელებს 112 უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორზე, არტიომ შევჩენკოზე დაყრდნობით.

“დღეს მანქანა აფეთქდა, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა. ერთი მათგანი დაიღუპა, მანქანაში ასევე იმყოფებოდა ქალი, რომელმაც სერიოზული დაზიანებები მიიღო” – უთხრა შევჩენკომ უკრაინულ ტელევიზიას.

ჯერჯერობით უკრაინის შსს-ში ვერ ადასტურებენ, მანქანაში მყოფი ქალი გარდაცვლილის ცოლია თუ არა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად თემურ მახაური გარდაიცვალა 28.09.17 ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად თემურ მახაური გარდაიცვალა 28.09.17 ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

შევჩენკოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, ამოქმედდა ასფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მანქანაში იყო მოთავსებული. დაზარალებულია საქართველოს მოქალაქე. მისი ვინაობა დადგენილია თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გმაომდინარე უკრაინული შსს მის ვინაობას არ ამჟღავნებს.

 

“ვიცით, რომ გარდაცვლილი კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც თემურ მახაური. მას ჰქონდა მტკიცე კავშირები სხვადასხვა ჩეჩნურ წრეებთან. ის დაკავებული იყო არაერთგზის, მათ შორის გასულ წელს უკრაინაშიც დააკავეს. თუ არ ვცდები, მას ბრალად ედებოდა იარაღის უკანონო შენახვა. სასამართლოზე მან გამოძიებასთან შეთანხმების საფუძველზე ბრალი აღიარა და 5 წელი მიესაჯა სასჯელის სამწლიანი გადავადებით. მას თან ჰქონდა დოკუმენტები, რომელშიც ეწერა, რომ ის იყო შეიხ მანსურის ბატალიონის მებრძოლი” – თქვა შევჩენკომ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი