ახალი ამბები

სააპელაციომ 17 მაისის საქმეში ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

8 სექტემბერი, 2017 • 1917
სააპელაციომ 17 მაისის საქმეში ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

17 მაისის საქმეში ბრალდებული პირები- ბექა სალუქვაძე, ტიტალ დავრიშიანი, ირაკლი ბასილაია  (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე) და გიორგი ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოება  ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობდა.

მოსამართლემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებული პირები უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო ირაკლი ბასილაია (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოთამი). ირაკლი ბასილაიას 2013 წლის 17 მაისის კონტრაქციაში მონაწილეობის გამო ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ამავე მუხლით წარედგინათ ბრალი ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს, რომლებიც ასევე გაამართლა სასამართლომ. სასამართლო ბრალდებულდა პირთა სისხლის სამართლის საქმეებს 2 წლის განმავლობაში განიხილავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი