ახალი ამბები

ISFED: არჩევნების მოახლოებასთან ერთად 35 მუნიციპალიტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

8 სექტემბერი, 2017 • 2515
ISFED: არჩევნების მოახლოებასთან ერთად 35 მუნიციპალიტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ამგარიშში სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო ცვლილებებზეცაა გამახვილებული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასობრივი ხასიათი ჰქონდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში ცვლილებებს. “სამართლიანმა არჩევნებმა” მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ცვლილებებზე დაკვირვება ივნისის თვიდან განახორციელა და აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებებისა და სოციალური პროექტების დაწყების 40-მდე ფაქტი აღმოაჩინა.

ცვლილებების შედეგად, უმეტესად გაიზარდა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით, დაუშვებელია ისეთი პრგრამების/პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე გათვალისწინებული არ იყო ხელისუფლების მიერ. ასევე, პენსიის, სოციალური დახმარებისა და სხვა სოციალური გასაცემლების ოდენობის ზრდა:

“შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ის გარემოება, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ივნისის თვიდან აქტიურად ხორციელდებოდა,ხოლო სახელმწიფო და თვითმმართველობების ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ძირითადი აქტივობები, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო პერიოდს ემთხვევა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები ფორმალურად საარჩევნო კოდექსის დაცვით განხორციელდა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ცვლილებების შედეგად ინიცირებული პროექტების განხორციელება აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა, რაც წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის გაგრძელებადაა შეფასებული.

იმისათვის, რომ ნახოთ, რომელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში რა ცვლილება აისახა ISFED-ის ანგარიშში, დააკლიკეთ კურსორი მუნიციპალიტეტის დასახელებას:

[tabs tab1=”ჩოხატაური” tab2=”ლანჩხუთი” tab3=”ოზურგეთი” tab4=”ქედა” tab5=”ხულო” tab6=”ფოთი” tab7=”ქუთაისი” tab8=”სამტრედია” tab9=”ზესტაფონი” tab10=”თერჯოლა” tab11=”ხაშური” tab12=”შუახევი” tab13=”თბილისი” tab14=”გარდაბანი” tab15=”დუშეთი” tab16=”ლაგოდეხი” tab17=”ბათუმი” tab18=”ცაგერი” tab19=”ამბროლაური” tab20=”საჩხერე” tab21=”ხარაგაული” tab22=”ბაღდათი” tab23=”ვანი” tab24=”ხონი” tab25=”ტყიბული” tab26=”ზუგდიდი” tab27=”წალენჯიხა” tab28=”ჩხოროწყუ” tab29=”წალკა” tab30=”თეთრიწყარო” tab31=”რუსთავი” tab32=”კასპი” tab33=”გორი” tab34=”ასპინძა” tab35=”ახალქალაქი” ]

[tab id=1]ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის N12 დადგენილებით დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა გზების მშენებლობა, კულტურული ცენტრების რეაბილიტაცია და არსებული დაწესებულებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

ივლის-აგვისტოს თვეში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მოქალაქეებს მოუწოდებენ, განცხადებით მიმართონ გამგეობას და ერთჯერადი დახმარება მოითხოვონ, რასაც მუნიციპალიტეტის გამგეობა დააკმაყოფილებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში აშკარად შეინიშნება მოქალაქეთა სიმრავლე, რომლებიც გამგეობას ერთჯერადი დახმარების თხოვნით მიმართავენ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის #824 განკარგულებით „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გამოეყო 700 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის დამატების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 7 779.9 ათასი ლარი გახდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის, დიმიტრი კორიფაძის ინფორმაციით, ბიუჯეტის გაზრდის შემდეგ, 2017 წლის 26 აპრილის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 173 ოჯახიდან 230-მდე გაიზარდა. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა სტიქიით დაზარალებულთა სიაში მითითებული ოჯახების ნაწილი გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ოჯახმა დახმარების სახით მუნიციპალიტეტისგან თუნუქის სახურავები მიიღო, თუმცა მათი სახლები სტიქიის დროს არ დაზარალებულა.

მაგალითად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში დოდო გურგენიძის ოჯახს სახლისთვის თუნუქის სახურავი გადაეცა მიუხედავად იმისა, რომ გურგენიძის სახლი სტიქიის შედეგად არ დაზიანებულა. მისი სახლი 25 წელია დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს. თუნუქის სახურავები გადაეცა აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა სახლის სახურავები სიძველის გამო საჭიროებს გამოცვლას. „სამართლიან არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ძირითადად ამ კრიტერიუმით დაკმაყოფილდა იმ ოჯახების უმეტესობა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების ნათესავები და სოფლებში მაჟორიტარი დეპუტატების მხარდამჭერები ან ახლობლები არიან. სახურავებისა და სამშენებლო მასალების გადაცემის პირველი ეტაპი დასრულებულია, ხოლო მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.  [/tab]
[tab id=2]13 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რის საფუძველზე 2 084,292 ლარით გაიზარდა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბლიტაციისთვის გამოყოფილ თანხები, მათ შორის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის გამოიყო 1 360 000 ლარი.

მიმდინარე ხარჯებისთვის დაფინანსება გაეზარდა რამდენიმე არასამეწარმეო იურიდიულ პირს, მათ შორის „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრს“, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. [/tab]
[tab id=3]21 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 104 947 ლარით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე 10 000 ლარით გაიზარდა მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს და რომელიც მოსახლეობისათვის 150 ლარამდე ღირებულების მედიკამენტებით უფასო დახმარებას ითვალისწინებს.

21 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ ცვლილება შეიტანა 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში. კერძოდ, პროექტს დაემატა სპეციალური ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების კომუნალური გადასახადებისათვის 100 ლარის ოდენობით დახმარებას“.

ამავე სხდომაზე, საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, არაფინანსური აქტივებიდან ბიუჯეტი 300 000 ლარით გაიზარდა. გაზრდილი შემოსავალი გადანაწილდა შემდეგ მიმართულებებზე: ინფრასტრუქტურული მშენებლობა – 255 000 ლარი (საგზაო – 76 200; ბინათმშენებლბა – 54 100; კეთილმოწყობის სამუშაოები – 124 700); ჯანმრთელობის დაცვა და სოცუზრუნველყოფა – 45 000 ლარი (შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება – 5 000; მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება – 9 500; ვეტერანთა დახმარება – 9 ლარი, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება ბინის ქირით – 5 000; ერთჯერადი ფულადი დახმარება – 12 000 ლარი). [/tab]
[tab id=4]30 ივნისს ქედის საკრებულომ ცვლილება შეიტანა ადგილობრივ ბიუჯეტში, რომლის საფუძველზე ძირითადად დაიგეგმა ჯანდაცვისა და სოციალური ტიპის პროექტების განხორციელება. გაიზარდა საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზებული სახურავების მიზნობრივი პროგრამა 17 500 ლარით, ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფის პროგრმა 17 500 ლარით, ერთდჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფი პროგრამა- 11 700 ლარით. ასევე ჯანდაცვის მიმართულებით- 4 600 ლარი გამოიყო ეპილეფსიით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ნაწილში, ხოლო მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის- 25 400 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეიქმნა სარეზერვო ფონდი 85 000 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირად მუნიციპალიტეტის გამგებლი განისაზღვრა. 25 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებში ცვლილებები დაამტკიცა. კერძოდ ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამას დაემატა – 1 040 ლარი, ხოლო კულტურულ ღონისძიებათა პროგრამას – 1 562 ლარი. აღნიშნულ პროგრამებზე თანხის დამატება მოხდა ახალგაზრდულ, კულტურისა და განათლების პროგრამების ეკონომიის ხარჯზე. [/tab]
[tab id=5]ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა 35 754 ლარით, რის საფუძველზეც დაიგეგმა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება.

თანხები გამოიყო სოციალურად დაუცველ გარდაცვლილ პირთა დაკრძალვის ხარჯების დასაფარად 3 000 ლარის ოდენობით, ასევე ფერმერებისა და აგრომეწარმეების ხელშესაწყობად განისაზღვრა 3 500 ლარის ფარგლებში მიზნობრივი პროგრამის განხორციელება. ცვლილებები შეეხო ჯანდაცვის პროგრამასაც, ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრა 13 000 ლარი, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფისთვის კი, 10 000 ლარი. [/tab]
[tab id=6]ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ივნისი-აგვისტოს თვეში განხორციელდა 3 ცვლილება. პირველი ცვლილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა 4 660 400 ლარით, მეორე ცვლილებით ბიუჯეტის ზრდა 5 043 400 ლარით მოხდა, ხოლო მესამე ცვლილების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტს ტრასფერის სახით 5 303 400 ლარი გადაეცა.

18 ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯვითი ნაწილის შემცირების ხარჯზე 4 000 ლარით გაიზარდა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” ხარჯები. ფოთის მერის ბრძანების საფუძველზე „ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამის” ხარჯი შემცირდა 2 500 ლარით. აღნიშნული თანხა გადანაწილდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომელიც განისაზღვრა 196 600 ლარით.

ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით დაიგეგმა ინფრასტრუქტურული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსება, გზების და სხვადასხვა ობიექტების რეაბილიტაცია. [/tab]
[tab id=7]22 აგვისტოს ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, რომლის თანახმად ქუთაისის მერია 6 მილიონი ლარის სესხებას ცენტრალური ბიუჯეტიდან აპირებს. ქუთაისის მერი აცხადებს, რომ ქალაქის ხელისუფლებას დაწყებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი და სესხი ამ პროექტების დასასრულებლად არის საჭირო. მერის განმარტებით, გადასახადები, რომლებიც ბიუჯეტში უნდა შევიდეს, შემოდის სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში, შესაბამისად, იმისათვის, რომ პროექტები არ შეჩერდეს, ცენტრალურ ხელისუფლებას წლის ბოლომდე უპროცენტო სესხი სთხოვეს, რასაც დეკემბრის ბოლოს გაისტუმრებენ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ფინანსურ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ქალაქის მერი ბრალდებას სიცრუეს უწოდებს, და აღნიშნავს, რომ არ ხდება არც ერთი ახალი პროექტის დამატება, არამედ დაწყებული სრულდება.

11 აგვისტოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის ბიუჯეტი 1 067 000 ლარით გაიზარდა. ქალაქის ვიცემერის, კოტე ქავთარაძის თქმით, ადგილობრივმა ბიუჯეტმა შემოსავლები ძირითადად სათამაშო ბიზნესიდან და პრივატიზაციიდან მიიღო. გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებითაა გადანაწილებული, მათ შორის, გაიზარდა დაფინანსება ქუთაისში მდებარე კორპუსების რეაბილიტაციისათვის, რამაც სხდომაზე ოპოზიციური დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ნატო ქათამაძის განმარტებით, ქუთაისის მერი ამ პროგრამას ფუფუნების საგანს უწოდებდა და ამბობდა, რომ რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტს არ გააჩნია, ხოლო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პირიქით – ზრდის ბიუჯეტს. ნატო ქათამაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება ამომრჩევლის გულის მოსაგებად დაიგეგმა. ქუთაისის მერი, შოთა მურღულია აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი აპირებს ყველა იმ კორპუსის რეაბილიტაციას, რომლის მაცხოვრებლებიც 10-პროცენტიან თანადაფინანსებას მოაგროვებენ.  [/tab]
[tab id=8]2017 წლის 1 ივნისიდან 7 აგვისტომდე მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელდა სამი ცვლილება. საბიუჯეტო ცვლილებები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე განხორციელდა, კერძოდ, დაფინანსდა გზების, ხიდების, ბოგირების, სკვერების მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. 17 ივლისის #15 დადგენილებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა გაიზარდა 901 800 ლარით, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის #1401 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 741 800 ლარი. გაზრდილი ადგილობრივი შემოსავლები მთლიანად მიემართა ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე. სოციალური პროგრამების ნაწილში გაიზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარებები. კერძოდ, მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში. [/tab]
[tab id=9]ივნისი-აგვისტოს პერიოდში ბიუჯეტში განხორციელდა ერთი ცვლილება. კერძოდ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების ფინანსური დახმარებისთვის სოციალური დაცვის სამსახურის პროგრამული ბიუჯეტი 50 000 ლარით გაიზარდა. [/tab]
[tab id=10]თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ივნისი-აგვისტოს თვეებში ბიუჯეტში 4 ცვლილება განახორციელა. 2 აგვისტოს განკარგულებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 170 000 ლარით. 2 აგვისტოს განკარგულებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 10 იანვრის განკარგულებაში და მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 70 000 ლარით. განმარტებითი ბარათიდან ჩანს, რომ ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა გაზრდილია 353 500 ლარით. [/tab]
[tab id=11]ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 ივნისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ადგილობრივ ბიუჯეტში 4 ცვლილება განახორციელა, რომელიც ძირითადად შეეხო ინფრასტრუქტურული პროგრამების და 2017 წლის ივნისში მომხდარ სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო ღონისძიებების დამტკიცებას. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებში ცვლილებები არ შესულა. [/tab]
[tab id=12]ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილებებით შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა 4 215 642 ლარით. აქედან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განსახორციელებლად გამოიყო 191 900 ლარი; მათ შორის, 119 900 ლარი გამოიყო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის, ხოლო 40 000 ლარი მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებთათვის სახლის სახურავების რეაბილიტაციისთვის. დარჩენილი თანხის ნაწილი ასევე გადანაწილდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის, დაიგეგმა რამდენიმე სოფელში გზების სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ობიექტების სარემონტო სამუშაოების განხორციელება. [/tab]
[tab id=13]საკრებულოს 2017 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური დაცვის პროგრამები გაიზარდა 5 080,000 ლარით. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე სოციალური ღონისძიებების განსახორციელებლად გამოიყო 4 000 000 ლარი.

რაიონების მიხედვით განისაზღვრა სოციალური დახმარებისთვის 21 განსხვავებული ოდენობის თანხების გადაცემა, მაგალითად, ნაძალადევის რაიონს გამოეყო 110 000 ლარი, დიდუბის რაიონს – 50 000, ვაკის რაიონს- 40 000 ლარი და სხვა. გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამაც 207 861 ლარით, რაც მოხმარდება არაგადამდებ დაავადებათა კონტროლის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა და C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის არსებულ პროგრამებს. [/tab]
[tab id=14]გარდაბნის მუნიციპალიტეტში ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო 950 000 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ასევე გამოიყო თანხა შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 1 000 000 ლარის ოდენობით. [/tab]
[tab id=15]დუშეთის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტში ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ორი ცვლილება. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურებისთვის გამოიყო 25 000 ლარი, ასევე გაიზარდა მოქალაქეებისთვის სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება 19 000 ლარის ოდენობით. დამატებით თანხები გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. დაბა ფასანაურში საბავშო ბაღის გათბობის სისტემის მოსაწყობად გამოიყო 22 371 ლარი, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მოსაწყობად 8 077 ლარი. [/tab]
[tab id=16]ივნისი-აგვისტოს თვეებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სოციალური პროექტების მოცულობა გაიზარდა 90 000 ლარით. გაიზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების პროგრამა, თანხა გამოეყო ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის განვითარების ცეტრს.

7 400 ლარით გაიზარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ხარჯებიც. 578 519 ლარი გამოიყო ინფრასტუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რის ფარგლებშიც დაიგეგმა გზებისა და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია. [/tab]
[tab id=17]1 ივნისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში ცვლილებები შევიდა ბათუმის ბიუჯეტში. ჯანდაცვის პროგრამა გაიზარდა 40 ათასი ლარით, კერძოდ ამ თანხით სრულად გაიზარდა მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა. საბიუჯეტო ზრდა მოხდა როგორც საბიუჯეტო ხარჯების დანაზოგით, ასევე ტრანსფერით. 22 ინფრასტუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების პროგრამა გაიზარდა 8 287 800 ლარით.

კერძოდ, გაზრდილი თანხა ქვეპროგრამების მიხედვით ასე გადანაწილდა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება – 2,221 600, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სერვისის განვითარება – 2 323 600 ლარით, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 1 619 600 ლარით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება – 295 200 ლარით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია და დემონტაჟი – 1 761 600 ლარით, ქალაქის დაგეგმარება – 66 200 ლარით. საბიუჯეტო ზრდა მოხდა როგორც საბიუჯეტო ხარჯების დანაზოგით, ასევე ტრანსფერით. [/tab]
[tab id=18]ივნისი-აგვისტოს თვეში ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით ძირითადად მოხდა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისთვის განსაზღვრული თანხების ზრდა. გამოიყო თანხა სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად 58 500 ლარი ოდენობით.

გაიზარდა ქალაქის განვითარების გეგმის საპროექტო და ექსპერტიზის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ხარჯები 81 151 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად (სკვერებისა და ფასადების მოწყობა) დაემატა 45 000 ლარი. 2017 წლის 1 იანვრისათვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გაუნაწილებელი თავისუფალი ნაშთი, 11 800 ლარი, გადანაწილდა კომუნალურ მომსახურეობის ხარჯების დასაფარად, ხოლო თანხის ნაწილი დაემატა მუნიციპალიტეტის გამგეობას. ცაგერის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოეყო 1,425,000 ლარი, რომელიც მოხმარდება სტიქიით დაზიანებული გზების სარემონტო სამუშაოებს. [/tab]
[tab id=19]ივნისი-აგვისტოს პერიოდში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით თანხები გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მათ შორის, საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულ იქნა 1,661,745 ლარი, წყალმომარაგების სისტემის გასამართი სამუშაოების ჩასატარებლად 249,530 ლარი, მუნიციპალიტეტის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის მოსაწყობად 275,596 ლარი.

ადგილობრივი შემოსავლების სახსრები, რომლებიც გათვალისწინებული იყო რეგიონალური პროექტების თანადაფინანსებისათვი ტენდერების შემდეგ გამოთავისუფლდა და მიემართა ტექნიკური ზედამხედველობის შესყიდვის თანადაფინანსებისათვის. ტურისტული ობიექტების, წყაროების კეთილმოწყობისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის გამოიყო 241,812 ლარის, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სტადიონების მოსაწყობად 285,000 ლარი. [/tab]
[tab id=20]ივნისი-აგვისტოს თვეებში საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელდა ოთხი ცვლილება. საბიუჯეტო ცვლილებები ძირითადად შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებას. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოიყო 2,746,668 ლარი, სოციალური პროგრამებისთვის 100,000 ლარი, აქედან ავადმყოფთა სოციალური დაცვისთვის 60,000 ლარი, ხოლო ბავშვთა სოციალური დაცვისთვის 40,000 ლარი.

ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რის ფარგებშიც დაიგეგმა დასუფთავების, გარე განათების ქსელის გასაფართოებელი, სამშენებლო/სარეაბილიტაციო, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა/შენახვასთან, სანიაღვრე არხების გაწმენდასთან და სპორტული მოედნების მოვლასთან დაკავშირებული სამუშაოები.  [/tab]
[tab id=21]ივნისი-აგვისტოს პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები შეეხო სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი 7,200 ლარი გადატანილ იქნა კულტურის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში. ხიდრის, ბორითის, წყალაფორეთის საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოიყო 9,300 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციოდ 1,900 ლარი, 53,000 ლარი გადანაწილდა გზების მოასფალტებისთვის, საავადმყოფოს ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად გამოიყო 3,700 ათასი ლარი.  [/tab]
[tab id=22]ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ივნის-აგვისტოში განხორციელებული ცვლილებები შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1,245,300 ლარი. აქედან ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისთვის განისაზღვრა 991,300 ლარი, სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები განსახორციელებლად 254,000 ლარი. შემცირდა ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული თანხები 22,4 ათასი ლარით, რაც გადანაწილდა სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი სამუშაოებისა, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. შემცირდა სპორტული ღონისძიებების დაფინანსების პროგრამა 2,5 ათასი ლარით რაც გადანაწილდა ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვისა და ეკლესიის ხელშეწყობის პროგრამის დასაფინანსებლად. [/tab]
[tab id=23]ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ივნისი-აგვისტოს პერიოდში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გაიზარდა 24 697,000 ლარით, აქედან 201,700 ლარი გამოიყო სოფელ უხუთის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, 199,500 ლარი ვანში 26 მაისის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის, ხოლო 199,500 ლარი ვანში თავისუფლების ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციისათვის. 2017 წლის 7 ივლისის ცვლილებებით გაიზარდა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი 20,000 ლარით, გამგეობის ხარჯები 2,000 ლარით, ხოლო ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის განისაზღვრა 7,200 ლარი.  [/tab]
[tab id=24]ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილება შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტს გამოეყო 135,522 ლარი სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის.  [/tab]
[tab id=25]ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელდა ერთი ცვლილება, კერძოდ, მოსახლეობისთვის სხვადასხვა სოციალური დახმარების უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 2,700 ლარი გადატანილი იქნა ინდივიდუალური დახმარების ქვეპროგრამაში.

სპორტისა და დასვენების ობიექტების მოწყობისათვის გამოყოფილი თანხით, 30,000 ლარით, მოხდა გამგეობის არაფინანსური აქტივების ზრდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის გამოიყო 70,000 ლარი, ასევე დადგინა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 141,892 ლარის გამოყოფა. ტყიბულის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 906,400 ლარი შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მიზნით. [/tab]
[tab id=26]ივნის-აგვისტოში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში განხორციელდა ორი ცვლილება: პირველი ცვლილება შეეხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისთვის კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გადაცემას, რის შედეგადაც ბიუჯეტის შემოსულობები გაიზარდა 601,100 ლარით, ხოლო მეორე ცვლილების საფუძველზე მოხდა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ფულადი ასიგნებების გადანაწილება 588,700 ლარის ოდენობით, სანიაღვრე და წყალსაწრეტი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად. [/tab]
[tab id=27]ივნისი-აგვისტოს თვეებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები შეეხო სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. გაიზარდა სოციალურად 25 დაუცველ ოჯახთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა 10 ათასი ლარით, ხოლო ჯანდაცვის პროგრამა 40 ათასი ლარით. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიქავას თემის ტერიტორიული ორგანოს გზის რეაბილიტაციისათვის გამოეყო 950,000 ლარი. მიქავას თემის ტერიტორიული ორგანოს გზის რეაბილიტაციისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით დამატებით გამოიყო 38,000 ლარი. [/tab]
[tab id=28]ივნისიდან აგვისტომდე ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ბიუჯეტი გაიზარდა 767,349 ლარით. სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის გამოიყო 169,700 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად კი განისაზღვრა 78,385 ლარი, თანხის ნაწილი გადანაწილდა სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და საპროექტო ღონისძიებების ჩასატარებლად. [/tab]
[tab id=29]წალკის მუნიციპალიტეტში ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილებებით თანხა გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალკის მუნიციპალიტეტს გადაეცა 943,223 ლარი, რითაც დაიგეგმა გზების და სხვადასხვა ობიექტების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. [/tab]
[tab id=30]ივნისი-აგვისტოს პერიოდში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილება ძირითადად შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს. ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა.

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიზარდა 20,000 ლარით.

ივნისი-აგვისტოს პერიოდში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები ძირითადად შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ პროგრამებს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს გამოეყო 624,800 ლარი, რითაც დაიგეგმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზებისა და სხვადასხვა ობიექტების რეაბილიტაცია [/tab]
[tab id=31]რუსთავის მუნიციპალიტეტის ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილებები ძირითადად შეეხო ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს. რუსთავის საკრებულოს 2017 წლის 12 ივლისის N1196 განკარგულების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 26 მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათის დაწესების პროგრამის ბიუჯეტი შემცირდა 80,000 ლარით, რაც დაემატა მუნიციპალიტეტის ზოგიერთი ააიპ-ის და სსიპ-ის თანამშრომლებისთვის ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათის დაწესების პროგრამის ბიუჯეტს.

ა/წ 15 ივნისის N1176 განკარგულებით, ცვლილებები განხორციელდა მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ნაწილში, რასაც დაემატა 70,000 ლარი, ასევე გაიზარდა აუტიზმის, გონებრივ განვითარების და დაყოვნების მქონე ბავშვთან რეაბილიტაციის პროგრამის ხარჯები 15,000 ლარით და მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა 20,000 ლარით. [/tab]
[tab id=32]ივნისი-აგვისტოში კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები ძირითადად შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რის საფუძველზეც 51,600 ლარით გაიზარდა ბიუჯეტი. ამ ცვლილებების საფუძველზე, მრავალბინიანი ამხანაგობების დაფინანსების პროგრამამ იმატა 20,000 ლარი. დაიგეგმა ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. [/tab]
[tab id=33]გორის მუნიციპალიტეტში ივნისი-აგვისტოს თვეში განხორციელებული ცვლილებები შეეხო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს.

ცვლილება შეეხო ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, რის ფარგლებშიც გამოყოფილი სოციალური დახმარება გაიზარდა 50,000 ლარით. გაიზარდა სოფლად არსებული კლუბების, სამუსიკო სკოლების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამა 70,000 ლარით.

ასევე რიგი ცვლილებები განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში, გაიზარდა გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ხარჯები 140,742 ლარით, ასევე სოფლის გზებისა და ხიდების შეკეთებისთვის გამოიყო 39,127 ათასი ლარი.[/tab]
[tab id=34]ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით მოხდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. გაიზარდა კულტურის ობიექტების 27 მშენებლობისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 36,920 ლარით, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის არაფინანსური აქტივების ზრდა მოხდა 8,880 ლარით [/tab]
[tab id=35] ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სოციალური და ჯანდაცვის პროექტები გაიზარდა 40,000 ლარით. [/tab]
[/tabs]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი