ახალი ამბები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლის პირველ ნახევარში შემცირდა

8 სექტემბერი, 2017 • 1480
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლის პირველ ნახევარში შემცირდა

საქსტატით წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მ.ილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 % -ით ნაკლებია.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2014-2017 წლებში კვარტალურ ჭრილში.

sqrini

II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 36.6 %-ით, მეორე ადგილზე – ნიდერლანდები 12.4 %-ით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი – 11.3 %-ით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6 %-ია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 70.0 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29.3 მილიონი აშშ დოლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი