ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბებიფოტო

ალიევის კულტი აზერბაიჯანში [ფოტო]

8 სექტემბერი, 2017 • 9392
ალიევის კულტი აზერბაიჯანში [ფოტო]

აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოქალაქეებს ყოველდღე და ყოველწუთს ახსენებენ, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანაში მთავარია და მის კულტს უნდა ეთაყვანებოდნენ.

ალიევის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებასთან ერთად, ქვეყანაში შენობებს, ქუჩებს, პარკებს, მოედნებს, საგამოფენო დარბაზებსა და მუზეუმებს ჰეიდარ ალიევის, აზებაიჯანის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჯამინდელი პრეზიდენტის მამის სახელი ენიჭება.

ჰეიდარ ალიევის, როგორც ქვეყნის “ყველა დროის უდიდესი ლიდერისა” და “ერის მამის” პორტრეტებსა და მისი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს აზერბაიჯანის უნივერსიტეტების, სკოლების, სასტუმროების, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებების კედლებზე საპატიო ადგილი უკავია. ჰეიდარ ალიევთან ერთად, აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პორტრეტის ჩამოკიდებაც თითქოს იქცა ნებისმიერი ორგანიზაციის ხელშეუხებლობის გარკვეულ გარანტიადაც აზერბაიჯანში.

მოქალაქეების დამოკიდებულება ამ ფენომენისადმი არ არის ცალსახა. ნაწილისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და არამოსაწონია, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე -ქალაქსა თუ სოფელში, მაღაზიასა თუ მეწაღის ჯიხურში – პრეზიდენტის პლაკატს აწყდებიან, თუმცა შიშის გამო ამას ხმამაღლა თითქმის არავინ ამბობს.

ჰეიდარ ალიევის კულტის გაძლიერება ქვეყანაში 2003 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ეს ფენომენი ერთადერთს ემსახურება – არ შეარყიოს ალიევების ძალაუფლება ქვეყანაში.

ჰეიდარ ალიევი ბილიარდს თამაშობს - ფოტო მეწაღის ოთახის კედელზე; აზერბაიჯანი

ჰეიდარ ალიევი ბილიარდს თამაშობს – ფოტო მეწაღის ოთახის კედელზე; აზერბაიჯანი

ბანერი ბაქოში ჰეიდარ ალიევის გამოსახულებით და მისი ფრაზა: "სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, ყოვლისშემძლეა"

ბანერი ბაქოში ჰეიდარ ალიევის გამოსახულებით და მისი ფრაზა: “სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, ყოვლისშემძლეა”

ჰეიდარ ალიევის პორტრეტი ქალაქ განჯაში

ჰეიდარ ალიევის პორტრეტი ქალაქ განჯაში

 

შენობა ბაქოში ჰეიდარ ალიევის ფრაზით: "აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის მთავარი ამოცანა ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა"

შენობა ბაქოში ჰეიდარ ალიევის ფრაზით: “აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის მთავარი ამოცანა ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა”

 

ჰეიდარ ალიევის პორტრეტი გზატკეცილებსაც ამშვენებს

ჰეიდარ ალიევის პორტრეტი გზატკეცილებსაც ამშვენებს

ჰეიდარ ალიევის 94 წლისთავისადმი მიძღვნილი წარწერა

ჰეიდარ ალიევის 94 წლისთავისადმი მიძღვნილი წარწერა

 

ჰეიდარ ალიევის ფოტოების თვალიერება შორიდანაც შეიძლება, ბაქო;

ჰეიდარ ალიევის ფოტოების თვალიერება შორიდანაც შეიძლება, ბაქო;

 

წარწერა ჰეიდარ ალიევის პორტრეტზე "თავისუფლება და დამოუკიდებლობა ნებისმიერი ერის მთავარი მონაპოვარია"; აზერბაიჯანი, ქალაქი თოვუზი

წარწერა ჰეიდარ ალიევის პორტრეტზე “თავისუფლება და დამოუკიდებლობა ნებისმიერი ერის მთავარი მონაპოვარია”; აზერბაიჯანი, ქალაქი თოვუზი

 

ლენინის სახელობის სასახლე, 2004 წელს ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლედ გადააკეთეს

ლენინის სახელობის სასახლე, 2004 წელს ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლედ გადააკეთეს

ჰეიდარ ალიევის პორტრეტი ბაქოში

ჰეიდარ ალიევის პორტრეტი ბაქოში

სოფლის ჩაიხანა ჰეიდარ ალიევისა და ლენინის ფოტოებით

სოფლის ჩაიხანა ჰეიდარ ალიევისა და ლენინის ფოტოებით


 

აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმის მიერ თავისუფალი ჟურნალისტების დევნის გამო, ფოტორეპორტაჟი აზერბაიჯანიდან ნეტგაზეთისთვის ანონიმმა ავტორმა მოამზადა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი