ახალი ამბებირეკლამა

რისთვის გვჭირდება სასმელი წყლის ფილტრები საქართველოში?

8 სექტემბერი, 2017 • 6579
რისთვის გვჭირდება სასმელი წყლის ფილტრები საქართველოში?

მსოფლიოში სასმელი წყლის ვარგისიანობა პრობლემაა. იგივე მდგომარეობაა  საქართველოშიც, რომელიც მდიდარია წყლის რესურსებით.  წყლის სიუხვე არ ნიშნავს სასმელი წყლის ვარგისიანობას. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა საქართველოს რეგიონებში, შედარებით უკეთესი – დედაქალაქში.

თუ ქვემოთ ჩამოწერილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, მაშინ, სასურველია დაამონტაჟოთ სასმელი წყლის ფილტრი.

ყველაზე გავრცელებული წყლის პრობლემები საქართველოში

[checklist]

  • წყალს აქვს არასასიამოვნო სუნი – წყალი ცენტრალური ფილტრაციის შემდგომ გადის მილებს თქვენს ონკანამდე. პლასტმასის მილებში რჩება ნადები, რომელიც წყალს აძლევს არასასიამონო სუნს;
  • წყალს აქვს ჟანგის გემო – წყალში რკინის და მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალია. ასეთი წყალი ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასევე, იწვევს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჟანგვას (სარეცხი მანქანა, მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ყავის მადუღარა და ა.შ.)
  • მლაშე წყალი – გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, რაც ზღვასთან სიახლოვითაა გამოწვეული;
  • წყალს აქვს ქვიშის გემო – წყალს მოყვება ქვიშა, განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც არ ხდება წყლის ცენტრალური ფილტრაცია, ან ფილტრაციის სისტემა მოძველებულია. ასევე, ეს პრობლემა გვხდება ჭის წყლის მოხმარების დროს. ქვიშიანი წყალი გავრცელებულია ასევე ზამთრის საკურორტო ადგილებში, მაგ.: გუდაურში, ბაკურიანში;
  • წყალს აქვს არასასიამოვნო გემო – წყალში მინერალების ძალიან მაღალი ან პირიქით ძალიან დაბალი კონცენტრაცია წყალს უცვლის გემოს;
  • სასმელი წყლის ხარისხის ცვლილება – სხვადასხვა მიზეზებით ზიანდება სასმელი წყლის სადისტრიბუციო მილები. ამ დროს, ხშირ შემთხვევაში წყლის მიწოდება წყდება. არის ალბათობა, რომ სასმელი წყლის მილში მოხვდეს ბაქტერიები და არასასურველი ორგანული მინარევები, რაც იწვევს წყლის გემოს და სუნის შეცვლას;
  • სასმელი წყლის არასანდოობა – იმის გამო, რომ ონკანის წყლის მიმართ ნდობა დაიკარგა, ხშირად სასმელი წყლის შევსება დამატებითი საშუალებებით ხდება.

[/checklist]

სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები:

სასმელი წყლის საშუალებით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, უმარტივესებით, ჰელმინთებით (ჭიებით) და სხვა.

წყლით გამოწვეულ დაავადებებს შორის ხშირია კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის დაავადებები. ინფექციურ დაავადებებს შორის – ინფექციური ჰეპატიტი, მუცლის ტიფი, ქოლერა, ბაქტერიული დიზენტერია, გასტრო-ენტერიტი, ფაღარათი და სხვა.

როგორ გავხადოთ წყალი სასმელად ვარგისიანი?

უძველესი მეთოდია წყლის ე.წ. „გადადუღება“, როდესაც ხდება წყალში არსებული ბაქტერიებისა და არასასურველი მინარევების ხშირ შემთხვევაში გაუვნებელყოფა, თუმცა ეს მეთოდი არაა რეკომენდირებული.

უახლესი მეთოდია სასმელ წყალზე წყლის ფილტრის დამონტაჟება.

ცენტრალური მილის ფილტრები

ფოტო: AQUAFILTER GEORGIA

სასურველია, რომ დაამონტაჟოთ წყლის ფილტრები სახლში შემომავალ ცენტრალურ მილზე. წყლის ფილტრის დაყენებით ფილტრავთ წყალს ქვიშისგან, რკინისგან (ჟანგისგან), მძიმე მეტალებისგან, ორგანული მინარევებისგან,  აცილებთ წყალს არასასიამოვნო სუნსა და გემოს.

წყალი ხდება გამოსაყენებლად  სასარგებლო, იცავთ დაჟანგვისაგან სარეცხ მანქანას, მაცივარს, ჭურჭლის სარეცხ მანქანას და ყველა იმ ტექნიკას, რომელიც წყლისგან საზრდოობს.

ონკანთან დასამონტაჟებელი წყლის ფილტრაციის სისტემები

ფოტო: AQUAFILTER GEORGIA

წყლის ფილტრაციის სისტემის დამონტაჟებით წყალს გაფილტრავთ 0,02 დან 0,0001 მიკრონის დონეზე. ხდება ყველაზე მცირე ზომის ვირუსებისა და ბაქტერიების გაფილტვრა, წყლის არასასიამოვნო სუნისა და გემოს მოშორება.

საქართველოში უკვე შესაძლებელია ევროპული ხარისხის წყლის ფილტრებისა და სისტემების შეძენა. წყლის ფილტრების ფასები იწყება 36 ლარიდან, ხოლო ფილტრაციის სისტემების ფასები – 165 ლარიდან.  დამონტაჟება შეუძლია ნებისმიერ სანტექნიკოსს. მონტაჟის ფასი მერყეობს 20-50 ლარის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ AQUAFILTER GEORGIA-ს ვებგვერდს.

მაღაზიების მისამართები:

  • თბილისი – აგლაძის #59, მაღაზია “სიბელი” და ელიავას ბაზრ. “არჩევანის” შენობა, მაღაზია #49
  • თბილისი – ელიავას #3/1, მაღაზია “სანტექსერვისი”
  • თბილისი – წერეთლის #140, მაღაზია “თერმო ცენტრი”
  • თბილისი – სტანისლავსკის #5, მაღაზია #3, “ბერეტა”
  • ქუთაისი – ჭავჭავაძის გამზ. #15, მაღაზია “ბერეტა”
  • ქუთაისი – 9 აპრილის #2, მაღაზია “ბინული”
  • ქუთაისი – გუგუნავას #18, მაღაზია “777”
  • ქუთაისი – ირ. აბაშიძის #21, დოკის ეზო, მაღაზია “თა-გე”
  • ქუთაისი – ჭავჭავაძის ქუჩა, კეჩის ბაზარი
  • სამტრედია – თამარ მეფის #43, ჭანტურიას #6
  • ზუგდიდი – ბესიკის #1, კედიას #13
  • ფოთი – სამეგრელოს მოედანი, მაღაზია “ხალიბი”
  • ბათუმი – პუშკინის #1, მაღაზია “OTO 555” 

მასალების გადაბეჭდვის წესი