ახალი ამბები

ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში წელს აღარ ჩატარდება, თარიღი გადაიდო

8 სექტემბერი, 2017 • 2943
ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში წელს აღარ ჩატარდება, თარიღი გადაიდო

ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში 16-17 სექტემბერს “ბლექ სი არენაზე” აღარ გაიმართება. კონცერტი მომავალ, 2018 წლის ზაფხლში ჩატარდება.

ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტის გადადება მომღერლის ბენდის შეუცვლელი წევრის, დევიდ ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირედება. მან ხელის მტევნის ოპერაცია გაიკეთა.

ელტონ ჯონის კონცერტი 2017 წლის 16 სექტემბერს იყო დაგეგმილი, რომელიც საქართველოს ბანკისა და Eastern Promotion-ის ორგანიზებით Black Sea Arena-ზე უნდა გამართულიყო. კონცერტის ორგანიზატორები “SOLO  და “ისთერნ ფრომოუშენსი” არიან.

ელტონ ჯონი ბრიტანელი მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორია. მან მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ელტონ ჯონი 5 გრემის, ერთი ოსკარის, ოქროს გლობუსის და არაერთი სხვა მუსიკალური ჯილდოს მფლობელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი