ახალი ამბები

ანონსი – 8 სექტემბერი

7 სექტემბერი, 2017 • 1686
ანონსი – 8 სექტემბერი

წარმოგიდგენთ 8 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


09:00 საათზე, სასტუმრო შერატონში, Viva Consult-ს ორგანიზებით და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”-ს მხარდაჭერით, გაიმართება რიგით IV ყოველწლიური კონფერენცია/ფორუმი, რომელიც ეძღვნება რეგიონში საზღვაო და სახმელეთო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს. საკონტაქტო: 599024021.


10:30 საათზე, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივისა“, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ წარმომადგენელი გიორგი სავანელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელი და 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565


11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მის: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო. საკონტაქტო: 599726565.


12:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. ორგანიზაცია მედიას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში მოიცავს 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 24 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. მისამართი: ონიაშვილის N37. დამატებითი ინფორმაციისთვის: 591195758.


13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას წარადგენს. პარლამენტის B კორპუსი, მე-2 სართული (ბიუროს ოთახის წინ)


14:00 საათზე, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინს გამართავს. საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი – 558123412.

მასალების გადაბეჭდვის წესი