ახალი ამბები

“შენების მოძრაობამ” ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ეპიტაშვილი წარადგინა

7 სექტემბერი, 2017 • 2791
“შენების მოძრაობამ” ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ეპიტაშვილი წარადგინა

დღეს, 7 სექტემბერს, დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ „შენების მოძრაობის“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. მოძრაობის სახელით, ჩუღურეთში გიორგი ეპიტაშვილი იბრძოლებს.

ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ქალაქის სწორად შენების პოლიტიკაზე ისაუბრეს. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს ქალაქში 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას, რითაც ქალაქი მოქალაქეზე ორიენტირებული გახდება.

ლიდერების განცხადებით, სწორედ ბიუროკრატიის შემცირებით და სწორი საბიუჯეტო პოლიტიკით, გაცილებით ეფექტურად მოგვარდება მოსახლეობის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები.”

„მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას ხელისუფლებაში მოხვიდეთ. ჩვენი გუნდი იქნება მოწოდებული იმისათვის რომ თქვენი სიტყვა იქცეს კანონად. ჩვენ გვაქვს პროგრამა, თუ როგორ შეიძლება მძიმე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულად აღსადგენ რაიონს შევძინოთ მიმზიდველობა. ხალხმა უნდა იგრძნოს რომ მათზე ზრუნავენ, მათი აზრი გადაწყვეტილების მიღების დროს მნიშვნელოვანია და ასევე, მათგან წამოსული სხვადასხვა ინიციატივები გათვალისწინებული იქნება,“ – განაცხადა შენების მოძრაობის ჩუღურეთის მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიორგი ეპიტაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილი კანდიდატი იქნება თითოეული ჩუღურეთელის ხმა თბილისის საკრებულოში და დაიცავს თითოეული მათგანის ინტერესებს.

"შენების მოძრაობამ" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ეპიტაშვილი წარადგინა

“შენების მოძრაობამ” ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ეპიტაშვილი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი