ახალი ამბები

ირაკლი ეზუგბაიას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

17 მაისი, 2013 • • 2904
ირაკლი ეზუგბაიას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულია “საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია, სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი,  გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა,  დირექტორები მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე.

ირაკლი ეზუგბაია
ირაკლი ეზუგბაია

ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი ეზუგბაიას მიმართ, რომელიც ამჟამად იმყოფება მიმალვაში.


გამოძიებით დადგინდა, რომ  „საქართვლოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის ვაგონების გარემონტების მიზნით 2008 წლიდან  გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც“საქართველოს რკინიგზამ” ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა -39 000 აშშ დოლარი დააფიქსირა, თუმცა ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება რეალურად 31 000 ლარი იყო. ამ ქმედებით დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაყენეს  65 მილიონი ლარის ზიანი.


გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი