ახალი ამბები

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია – დამწვარია ბალახი და ბუჩქები

7 სექტემბერი, 2017 • 1519
თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია – დამწვარია ბალახი და ბუჩქები

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, თემქის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია – დაიწვა ბალახი და ბუჩქები. სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 6 ჯგუფი და 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ამ დროისთვის ბალახსა და ბუჩქნარს ცეცხლი უკიდია საგურამოს სავტომობილო გზის ორივე მხარეს, სადაც მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობდა ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი