თემქის ფერდობზე ბალახი იწვის

დღეს, 7 სექტემბერს, ხანძარი გაჩნდა თემქის ფერდობზეც, სადაც ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.

თბილისის გარდა, ბალახსა და ბუჩქნარს ცეცხლი უკიდია საგურამოს სავტომობილო გზის ორივე მხარეს, სადაც ასევე ცდილობენ მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.