ხანძარი ტყეში. ფოტო: Shutterstock

საგურამოსკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს ბალახი იწვის [ვიდეო]

საგურამო-ნავდარაანთკარის საავტომობილო გზის ორივე მხარეს ცეცხლი ბალახს უკიდია. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.

სააგენტოს განცხადებით, უცნობია, კერძო პირმა წაუკიდა ბალახს ცეცხლი, თუ ვინმეს დაუდევრობით შედეგად გაჩნდა. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო ეკიპაჟებიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.