ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი შეხვდებიან

7 სექტემბერი, 2017 • 2682
ბაქოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი შეხვდებიან

NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, პეტრ პაველი და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დღეს, 7 სექტემბერს, პირველად მას შემდეგ, რაც ნატომ რუსეთთან ურთიერთობის გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო, ბაქოში შეხვდებიან.

“ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, პეტრ პაველი და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, დღეს, 2017 წლის 7 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შეხვდებიან” – წერია ნატოს კომუნიკეში.

ჩრდილოატლანტკური ალიანსის ცნობით, “ეს შეხვედრა ორი გენერლის იმ სატელეფონო საუბრის გაგრძელებაა, რომელიც 2017 წლის 3 მარტს შედგა”.

16 თებერვალს შეხვედრა გაიმართა რუსეთის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელების კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ დენფორდს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი