ახალი ამბები

წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირებაზე: უკრაინამ მოგვმართა, ჩვენ განახლებული მოთხოვნა გავუგზავნეთ

7 სექტემბერი, 2017 • 2006
წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირებაზე: უკრაინამ მოგვმართა, ჩვენ განახლებული მოთხოვნა გავუგზავნეთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უკრაინული მხარისგან მიიღეს წერილობითი შეკითხვა, რის შემდეგაც საქართველოდან განახლებული მოთხოვნა გაიგზავნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა იმასთან დაკაშირებით, რომ ის 2014-15 წლების ექსტრადიციის მოთხოვნები, რომლებიც მათ მიიღეს და ეს წერილები და დოკუმენტაცია არსებობს, უკრაინულმა მხარემ იკითხა რამდენიმე დღის წინ – იყო თუ არა ძალაში ექსტრადიციის ის მოთხოვნები. რაზეც მიიღო პასუხი საქართველოს პროკურატურიდან, რომ დიახ, ეს მოთხოვნები არის დღესაც ძალაში და კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც იყო გაგზავნილი.

შესაბამისად, უკრაინის მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული, დოკუმენტაციაც და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გუშინდელი კომუნიკაციებიდან ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, იქ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, რომ განახლებულიყო პროცედურები, როგორც მათ დაარქვეს, რადგან ჩვენგან შეიტყვეს, რომ ინტერესი და სამართლებრივი მოთხოვნა საქართველოს მხრიდან კვლავ არის ძალაში.

უკრაინული მხარე რისთვის არის მზად, რისთვის არ არის მზად, ეს არ შეიძლება ქართულმა მხარემ წინასწარ იცოდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, მას შემდეგ, რაც მას ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, 10 სექტემბერს აპირებს უკრაინაში ჩასვლას. საქართველომ უკრაინას განმეორებით მიმართა მისი ექსტრადირების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი