ახალი ამბები

ლეიბორისტების ნაწილს სემეკის საჯარო სხდომაზე არ უშვებენ

7 სექტემბერი, 2017 • 1782
ლეიბორისტების ნაწილს სემეკის საჯარო სხდომაზე არ უშვებენ

საქართველოს ლეიბორისტული პარტია სემეკთან საპროტესტო აქციას მართავს. პარტიის ლიდერის, გიორგი გუგავას თქმით, იგეგმება ტარიფების ზრდა.

ლეიბორისტების მხარდამჭერებს სხდომაზე დასწრება სურთ, თუმცა მხოლოდ ხუთი ადამიანის შესვლის უფლებას აძლევენ. გუგავას თქმთ, ეს არის კანონდარღვევა, რადგან კანონის თანახმად, ყველა მოქალაქეს აქვს საჯარო სხდომის განხილვაში მონაწილეობა. ამას პოლიციასა და ლეიბოეისტებს შორის კამათი მოჰყვა, რაც სხდომაზეც გაგრძელდა.

ლეიბორისტების ლიდერი გიორგი გუგავა სემეკის საჯარო სხდომაზე შეშვებას ითხოვს. 7.09.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლეიბორისტების ლიდერი გიორგი გუგავა სემეკის საჯარო სხდომაზე შეშვებას ითხოვს. 7.09.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შენობის მიმდებარე ტერიტორიტორიაზე იმაზე გაცილებით მეტი პოლიციელია მობილიზებული, ვიდრე აქციის მონაწილეები. სამართალდამცველების ნაწილი შენობის შიგნით იმყოფება.

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) უნდა განსაზღვრის თარიღი 2018 წლის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მომავალ წელს ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი