ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

IPRM-ის ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე ახალგორელი აქტივისტის შევიწროების საკითხსაც დააყენებს

7 სექტემბერი, 2017 • 2814
IPRM-ის ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე ახალგორელი აქტივისტის შევიწროების საკითხსაც დააყენებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ერგნეთში IPRM -ის [ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების  მექანიზმის] ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარე რამდენიმე საკითხს დააყენებს.

“განსაკუთრებული ყურადღება, ცხადია, ჩვენი მხრიდან დაეთმობა გიორგი გიუნაშვილის საკითხს. ეს ადამიანი ამჟამადაც იმყოფება უკანონო ე.წ. პატირობაში ცხინვალის ე.წ. ციხეში. ვისაუბრებთ მავთულხლართების შედეგად გამოწვეულ პრობელემებზე საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აუცილებლად შეეხება საუბარი ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივი აქტივისტის, თამარ მერაყიშვილის შევიწროების საკითხს”, – განაცხადა ქართულ მედიასთან საუბარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა ქემოკლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი