ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსეთში როკის გვირაბის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოვიდნენ

7 სექტემბერი, 2017 • 5573
ოსეთში როკის გვირაბის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოვიდნენ

ოსური მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ როკის გვირაბს სახელი უნდა გადაერქვას და ბილარ კაბალოევის, გვირაბის მშენებლობის ინიციატორისა და ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილი მმართველის სახელობის გვირაბად გადაკეთდეს.

სპუტნიკ-ოსეტიას ინფორმაციით, როკის გვირაბისთვის სახელის გადარქმევის საკითხი შესათანხმებლად იმ ფედერალურ სტრუქტურაშია გაგზავნილი, რომლის კონტროლისქვეშ ეს ობიექტი მდებარეობს.

ოთხკილომეტრიანი კორიდორი ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან აკავშირებს. რუსეთის ხელისუფლებამ როკის გვირაბის მასშტაბური რეკონსტრუქცია და გაფართოება 2011 წელს დაიწყო. როკის გვირაბის მშენებლობას [1975 წელს დაიწყო და 1983 წელს დასრულდა. 1986 წელს კი ექსპლუატაციში შევიდა] საბჭოთა საქართველოს იმდროინდელი ელიტა ეწინააღმდეგებოდა. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიზე სწორედ როკის გვირაბის გამოყენებით შემოვიდა რუსეთის 58-ე არმიის 250-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშინ გვირაბის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა.

როკის გვირაბი; ფოტო: sputnik

როკის გვირაბი; ფოტო: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი