ახალი ამბები

პრემიერი: ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთების მშენებლობა იწყება

7 სექტემბერი, 2017 • 1808
პრემიერი: ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთების მშენებლობა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩქაროსნული მაგისტრალის ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა იწყება:

“მინდა შევეხო ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის საკითხს. ჩვენ კარგი ტემპით მივიწევთ წინ. იწყება უკვე მშენებლობა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა, რომლებიც, ჯამში, 15 კილომეტრამდეა. ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგაც უკვე იწყება რიკოთის მონაკვეთი. კონკრეტულად ამ მონაკვეთის ინვესტიცია არის 500 მილიონ ლარამდე და ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს,” – განაცხადა კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალის ფარგლებში ყველაზე რთულია, მომავალ წელს დაიწყება:

“რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, ალბათ, ყველაზე რთული ამ ჩქაროსნული მაგისტრალის და ეს იქნება 55 კილომეტრამდე 90 ხიდის და 40 მაგისტრალური გვირაბის შემცველი მონაკვეთი და აქაც ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ წელს, ალბათ, მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისათვის,” – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი