ახალი ამბები

ანონსი – 7 სექტემბერი

6 სექტემბერი, 2017 • 2076
ანონსი – 7 სექტემბერი

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7


12:00 საათზე დემოკრატიული მოძრაობა თავუსუფალი საქართველოს მერობის კანდიდატი კახა კუკავა წინსაარჩევნო აქციას იწყებს სითიპარკის წინააღმდეგ. მის: აღმაშენებლის გამზირი, სითიპარკი.

საკონტაქტო 599 27 29 87


7 სექტემბრის სემეკი საჯარო სხდომაზე განიხილავს წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისათვის გეგმიური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით. საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე. მისამართი: ა.მიცკევიჩის N19


10:00-ზე ეკოლოგი ხათუნა ახალაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მასშტაბური ხანძარი საქართველოს ტერიტორიებზე და მისი კონკრეტული შედეგები გარემოზე, ადამიანებზე და ქვეყანაზე.

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565


10:30-ზე „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პროფკავშირების თემაზე ბოლოდროიდელი დაპირისპირება; ორგანიზაციის ხედვები და სტრატეგია. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565


11:00-ზე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

მასალების გადაბეჭდვის წესი