ახალი ამბები

ევრობასკეტზე საქართველო იტალიასთან დამარცხდა და ისრაელის იმედად დარჩა

6 სექტემბერი, 2017 • 2413
ევრობასკეტზე საქართველო იტალიასთან დამარცხდა და ისრაელის იმედად დარჩა

ისრაელიში მიმდინარე ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულით (69:71) დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებს.

მთელი თამაშის განმავლობაში იტალია საქართველოს დიდი სხვაობით უსწრებდა, მაგრამ ქართველი კალათბურთელები მაინც ახერხებდნენ დაწევას. მეოთხე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა დაწინაურებაც მოახერხეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, იტალიელებმა მაინც შეძლეს მოგება.

საქართველოს ნაკრებიდან 29 ქულით საუკეთესო იყო მაიკლ დიქსეონი. თორნიკე შენგელიამ 12 ქულა მოუტანა ნაკრებს, გიორგი შერმადინმა- 11, ხოლო კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ- 9.

D ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ხუთი მატჩიდან ორი მოიგო და მეოთხე ადგილს იკავებს. ჯგუფში პირველზეა ლიტვა, რომელსაც ხუთი თამაშიდან ოთხი მოგებული აქვს – ლიტველები ტურნირის პირველ მატჩში სწორედ საქართველოსთან დამარცხდნენ. მეორე ადგილზე სამი მოგებითა და ერთი წაგებით გერმანიაა, რომელმაც საქართველო მეორე მატჩში დაამარცხა. მესამე ადგილს, ასევე, სამი მოგებითა და ორი წაგებით იტალიის ნაკრები იკავებს.

ითამაშებენ თუ არა ქართველი კალათბურთელები მომდევნო ეტაპზე, ამას ჯგუფის ბოლო შეხვედრა გადაწყვეტს, რომელიც ისრაელსა და უკრაინას შორის გაიმართება. საქართველოს ნაკრებს ისრაელის მოგება აწყობს.

მაიკლ დიქსონი იტალიასთან მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო. ფოტო: FIBA

მაიკლ დიქსონი იტალიასთან მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო. ფოტო: FIBA

იტალია VS საქართველო. ფოტო: FIBA

იტალია VS საქართველო. ფოტო: FIBA

მასალების გადაბეჭდვის წესი