ახალი ამბები

კობახიძე: გენერალური აუდიტორის კანდიდატურას 8 სექტემბერს დავასახელებ

6 სექტემბერი, 2017 • 1760
კობახიძე: გენერალური აუდიტორის კანდიდატურას 8 სექტემბერს დავასახელებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას მიმდინარე სასესიო კვირაში, 8 სექტემბერს დაასახელებს. შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„ასარჩევი გვყავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და, როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატურის დასახელება არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. მე პარასკევს დავასახელებ გენერალური აუდიტორის კანდიდატურას. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ 20 სექტემბრისთვის დავამტკიცოთ გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

წინა გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია თანამდებობაზე 2012 წლის 25 ივლისს აირჩიეს, შესაბამისად, მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2017 წლის 25 ივლისს ამოიწურა. გენერალური აუდიტორის მოვალეობას თორდიას მოადგილე ნინო ლომჯარია ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი