ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ConIFA 2018 ლონდონში წასასვლელად ემზადება

6 სექტემბერი, 2017 • 2886
აფხაზეთის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ConIFA 2018 ლონდონში წასასვლელად ემზადება

აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს მიერ არაღიარებულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე “ConIFA 2018” წავა, რომელიც ლონდონში 2018 წლის 31 მაისიდან – 10 ივნისამდე გაიმართება.

აფხაზურ მედიასთან კომენტარში ConIFA-ს ვიცეპრეზიდენტმა, დიმიტრი ფაღავამ თქვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჩემპიონატის ჩასატარებლად საუკეთესო პირობები შესთავაზა.

ConIFA-ს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას აფრიკის, აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ოკეანიის გუნდები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივნისში აფხაზეთის ეროვნულ ნაკრებს უარი უთხრეს ConIFA-ს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე.  სოხუმის ცნობით, აფხაზეთს უარი თბილისის პროტესტის გამო განუცხადეს. თუმცა,2016 წელს ჩემპიონატი უკვე აფხაზეთში ჩატარდა. სპეციალურად ჩემპიონატისთვის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სოხუმის “დინამოს” სტადიონს.

ConIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს იმ საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც FiFa-ში არ შედის. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები ConIFA-ს ჩემპიონატში მონაწილეობას, სავარაუდოდ, წელსაც ვერ მიიღებს.

სოხუმის სტადიონი; 2016. ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმის სტადიონი; 2016. ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი