ახალი ამბები

აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა “ოცნებამ”, ევროპულმა საქართველომ და ელისაშვილმა მიიღეს

6 სექტემბერი, 2017 • 2092
აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა “ოცნებამ”, ევროპულმა საქართველომ და ელისაშვილმა მიიღეს

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 2017 წლის აგვისტოში ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო სხვა კანდიდატებთან შედარებით.

კერძოდ, აუდიტის სამსახურის ცნობით, ქართულმა ოცნებამ მიიღო 4,555,993.00 ლარი. მეორე ადგილზეა ევროპული საქართველო – 287,440 ლარით, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მესამე ადგილზეა 9,770 ლარის შემოწირულებით.

აგვისტოში 7000 ლარი მიიღო „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩი“, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 5,330 ლარი.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე, საწევრო შენატანებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი