ახალი ამბები

ევრობასკეტზე საქართველომ ისრაელი დაამარცხა

6 სექტემბერი, 2017 • 3119
ევრობასკეტზე საქართველომ ისრაელი დაამარცხა

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველომ მასპინძელი ისრაელი ანგარიშით 104 – 91 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო, რომელიც საქართველომ 15-2 მოიგო.

თორნიკე შენგელიამ 25 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა, 4 შედეგიან გადაცემასთან ერთად. ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 19 ქულა და 11 მოხსნაა. მაიკლ დიქსონს- 19 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა.

საქართველო ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ასპარეზობს და ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. 6 გუნდისაგან დაკომპლექტებული ჯგუფიდან სულ 4 ნაკრები გადის შემდეგ ეტაპზე, დანარჩენი ორი გუნდი ასპარეზობას ეთიშება. ჯგუფში ბოლო მატჩს საქართველო ხვალ გამართავს იტალიის წინააღმდეგ და გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებს, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან შესაძლოა იტალიასთან წაგების შემთხვევაშიც გავიდეს, თუ ისრაელი უკრაინას დაამარცხებს.

Screen Shot 2017-09-06 at 12.53.57 AM

მასალების გადაბეჭდვის წესი