ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა

5 სექტემბერი, 2017 • 1927
“ევროპული საქართველო” ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა

“ევროპული საქართველო” ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა. ამ ინფირმაციას ევროპული საქართველოს პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო.

“ევროპული საქართველოს ლიდერებს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ
დოლი მიესალმა და ამ დიდ პოლიტიკურ ოჯახში გაწევრიანება მიულოცა”, – ნათქვამია ევროპული საქართველოს პრესსამსახურის განცხადებაში.

აქამდე ევროპის სახალხო პარტიის წევრი საქართველოდან მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო. ევროპული საქართველო რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა ენმ-სგან გამოყოფილი ლიდერების ჯგუფის მიერ.

ევროპის სახალხო პარტია ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანებაა ევროპაში,
რომლის 76 წევრი პარტია 41 ევროპულ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ევროპის სახალხო
პარტია 1976 წელს დაარსდა. დღეს ევროპის სახალხო პარტიას ყველაზე დიდი
წარმომადგენლობა ჰყავს ევროპარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი