ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის შესახებ გამოძიების შემდეგ აზერბაიჯანში OCCRP-ის ვებ-გვერდიც დაბლოკეს

5 სექტემბერი, 2017 • 2508
ალიევის შესახებ გამოძიების შემდეგ აზერბაიჯანში OCCRP-ის ვებ-გვერდიც დაბლოკეს

აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ ფულის გათეთრებისა და ლობისტური სქემების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, აზერბაიჯანის აკრძალულ ვებგვერდებს კიდევ ერთი შეემატა – დღეს, 2017 წლის 5 სექტემბერს, აზერბაიჯანში ინტერნეტმომხმარებელი OCCRP-ს ვებგვერდზეც ვეღარ შედის.

21389541_1752589464769250_1732612512_o

ასე გამოიყურება ვებგვერდი აზერბაიჯანიდან შესვლის შემთხვევაში, ფოტო: 5 სექტემბერი, 2017; ნეტგაზეთი

ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტის [OCCRP], The Guardian-ისა და სხვა მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება აზერბაიჯანული მმართველი ელიტის შესახებ დღეს OCCRP-ის მთავარ გვერდს იკავებს.

Screen Shot 2017-09-05 at 2.01.09 PM

რამდენიმე კვირის წინ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობისა და სხვადასხვა კორუფციულ სქემაში მისი მხილების გამო, აზერბაიჯანში რამდენიმე მედიაგამოცემის ვებგვერდი დაბლოკეს.

ოფიციალურად ყველა ამ ვებგვერდს ბრალად ედება “რადიკალური რელიგიური ჯგუფების უკანონო საქმიანობისა და სხვა უკანონობის ხელშეწყობა, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლაზე მოწოდებების გავრცელება ძალადობრივი მეთოდებით, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია სოციალური დესტაბილიზაციისკენ და სამოქალაქო არეულობებს იწვევს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი