ახალი ამბები

ანონსი – 5 სექტემბერი

4 სექტემბერი, 2017 • 1714
ანონსი – 5 სექტემბერი

გთავაზობთ 5 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


9:00 – სასტუმრო „იოტა“-ში (მიხეილ ლერმონტოვის 10) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის გაიმართება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (მდსკ)/ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (სსმო) რეგიონული სემინარი, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებასა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების გაძლიერებას.


11:00 – პრაიმ ტაიმის პრესკლუბში ადვოკატი ნათია შათირიშვილი გამართავს პრესკონფერენციას თემა: მსჯავრდებული, რომელიც პოლიციას ძალადობაში  ადანაშაულებს, მეოთხე დღეა შიმშილობს


11:00 საათზე, დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. თემა: მერის არჩევნებში რეგისტრაცია. მის. სულხან ცინცაძის ქ. #45 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)


11:30 – პრაიმ ტაიმის პრესკლუბში ირაკლი ლატარია გამართავს პრესკონფერენციას და პატრიოტთა ალიანსზე და მის წევრებზე (ირმა ინაშვილიგიორგი ლომიაუცნობ დეტალებს გამოაქვეყნებს


12:00 – “ვისოლი” “ეკოს” პირველ პილოტურ ავტოგასამართ სადგურს თბილისში, ვაჟა-ფშაველას
გამზირ #27-ში გახსნის.


12:00 – პრაიმ ტაიმის პრესკლუბში პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელები ზაზა აგლაძე და ჯონი ჯანაშია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: მოახლოებული არჩევნები პროფკავშირებში და პასუხი დავით ოქიტაშვილის ბრალდებებზე.


13:00 –  ადვოკატები ქეთევან ქვარცხავა და ზვიად კორძაძე ჟურნალისტებს „ასავალ-დასავალის“, მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობენ. მისამართი: აღმშენებლის ქ. 129, IV სართული, იურიდიული კომპანია BLC


15:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


18:00 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (გუდიაშვილის ქ.7, კორპ.3), ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი