ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში აცხადებენ, რომ ხანძარი საქართველოს დახმარების გარეშეც ჩააქრეს

4 სექტემბერი, 2017 • 1947
ცხინვალში აცხადებენ, რომ ხანძარი საქართველოს დახმარების გარეშეც ჩააქრეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, გუშინ, 3 სექტემბერს ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის დროს, საქართველოს სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით, ოსურ მხარეს ცეცხლის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზეს, რაზეც ცხინვალის წარმომადგენელი ალან ტადტაევი აცხადებს, რომ რესპუბლიკის სახანძრო სამსახურმა ხანძრის ჩაქრობა საკუთარი ძალებით შეძლო.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსმა ალან ტადტაევმა განაცხადა, “თავად მიხედავდნენ თავიანთ პრობლემებს, სხვების ჩარევის გარეშე”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან გუშინ საქართველოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული, რომლებმაც შესთავაზეს ცხინვალს დახმარება, თუმცა უარი მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი